1.ცხოველის ჯიშს აქვს სიახლე, თუ განაცხადის შეტანის დღისათვის ამ ჯიშის სანაშენე ცხოველი ან სანაშენე მასალა სელექციონერის მიერ ან მისი თანხმობით არ გასხვისებულა გამოყენებისათვის ან/და სხვა გზით არ გადასცემია მესამე პირს.
2.ცხოველის ჯიშის სიახლეზე გავლენას არ მოახდენს, თუ ამ ჯიშისაგან წარმოებულ სანაშენე ცხოველს ან სანაშენე მასალას სხვა პირი გამოიყენებს: ა) სელექციონერისათვის ზიანის მიყენების მიზნით; ბ) ცხოველის ჯიშის საკონკურსო ან საწარმოო გამოცდის ჩასატარებლად; გ) ცხოველის ჯიშის გასავრცელებლად დაშვების, ხარისხის დადგენის ან სხვა სახის შემოწმების ჩატარების მიზნით.
