გადასახადების ადმინისტრირების შესახებ
Article 75. დღგ-ის დეკლარაციის შევსება
1. დეკლარაციის I ნაწილში აისახება ინფორმაცია დღგ - ის გადამხდელის რეკვიზიტის , დეკლარაციის ტიპის ( პირველადი / დაზუსტებული ) და საანგარიშო პერიოდის შესახებ .
2. დეკლარაციის II ნაწილი ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ და აისახება ინფორმაცია საგადასახადო ორგანოში დეკლარაციის წარდგენისა და რეგისტრაციის შესახებ .
3. დეკლარაციის III ნაწილის და � ა � და � ბ � დანართების უჯრებში მონაცემები შეიტანება უჯრების დასახელებების ( შინაარსის ) შესაბამისად . ამასთან , � ა � დანართის � მე -11 უჯრის მონაცემი გადმოიტანება დეკლარაციის III ნაწილის პირველ უჯრაში , � ა � � დანართის 1�5 სტრიქონების მე -3 სვეტის ჯამი � დეკლარაციის III ნაწილის მე -2 უჯრაში , � ა � დანართის 6�10 სტრიქონების მე -3 სვეტის ჯამი � დეკლარაციის III ნაწილის მე -3 უჯრაში .
4. დეკლარაციის III ნაწილის მე -16� მე -19 უჯრებში შესატანი მონაცემები გაანგარიშებითია . მე -18 და მე -19 უჯრებში ჩაწერილი თანხა ექვემდებარება გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას .
5. დეკლარაციის III ნაწილის მე -20 და 21- ე უჯრები ივსება მხოლოდ საგადასახადო წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში . დღგ - ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტება ხდება მიმდინარე საგადასახადო წლის განმავლობაში საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის მიხედვით : დაზუსტებულ ჩასათვლელ თანხასა და წლის განმავლობაში ჩათვლილ თანხას შორის უარყოფითი სხვაობა აისახება მე -20 უჯრაში , ხოლო დადებითი სხვაობა � 21- ე უჯრაში . აღნიშნული თანხები ექვემდებარება გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას .
