1.გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების ზედმეტად გადახდილი თანხა.
2.გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაში უნდა აღინიშნოს: ა) საგადასახადო ორგანო, რომელსაც წარედგინა გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა ; ბ) პირის რეკვიზიტები � სახელი და გვარი/დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი; გ) გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველი; დ) გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის შინაარსი; ე) გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის თარიღი და ხელმოწერა .
3.გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა საგადასახადო ორგანოს წარედგინება №I-13 დანართის ფორმით და მას უნდა დაერთოს ყველა ის დოკუმენტი, რომელთა საფუძველზეც მოხდა მისი წარდგენა. �4. პირის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა ელექტრონული ფორმით აღირიცხება გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის სარეგისტრაციო ჟურნალში, №I-14 დანართის შესაბამისად. დანართი № I-13 გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა ����� (საგადასახადო ორგანოს დასახელება) ������� გადასახადის გადამხდელის რეკვიზიტები: ����� (დასახელება/სახელი და გვარი) (საიდენტიფიკაციო ნომერი) (მისამართი) გაცნობებთ, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე მერიცხება ზედმეტად გადახდილი თანხა, სულ ----------- ლარის ოდენობით. მათ შორის� ------------------- გადასახადზე/გადასახდელზე� ----------- ლარი და ა.შ. გთხოვთ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ------------ გადასახადზე/გადასახდელზე არსებული ზედმეტად გადახდილი თანხიდან ----------- ლარი გადამიტანოთ ------------� გადასახადზე/გადასახდელზე (დამიბრუნოთ ჩემს ანგარიშსწორების ანგარიშზე: ბანკი ----------------------, ბანკის კოდი --------� , ა/ა -------------- ).� 20� (რიცხვი) (თვე) (წელი) ���� გადასახადის გადამხდელის მოთხოვნას თან ერთვის შედარების აქტი და სხვა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს ზედმეტობის არსებობას. (ხელმოწერა) გადასახადის გადამხდელი: დანართი №I-14 გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის სარეგისტრაციო ჟურნალი № გადასახადის გადამხდელის დასახელება საიდენტიფიკაციო ნომერი გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის� თარიღი გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაში ასახული თანხა № თარიღი 1 2 3 4 5 6 7 �������������������������������������������������������������� გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის განხილვის� მიმდინარეობა გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის შესრულებაზე გადაწყვეტილების მიღება �გადაწყვეტილება ეცნობა გადასახადის� გადამხდელს შენიშვნა დაუდგინდა ხარვეზი უარი ეთქვა (შესაგებელი) დადებითი გადაეცა აუდიტს № თარიღი 8 9 10 11 12 13 14 თავი VII წინასწარი გადაწყვეტილება ��� მუხლი 19. საგადასახადო ანგარიშგების ან/და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა 1. დაინტერესებული პირი, განსახორციელებელი ან განხორციელებული ოპერაციის მიხედვით საგადასახადო ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის მოთხოვნით, №I-15 დანართის შესაბამისად, მიმართავს შემოსავლების სამსახურის ნებისმიერ ტერიტორიულ ორგანოს.
2.საგადასახადო ორგანო 2 სამუშაო დღის ვადაში შეისწავლის პირის მიერ წარდგენილ მოთხოვნას და უფლებამოსილია: ა) ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, მიუთითოს პირს ხარვეზის გამოსწორების თაობაზე; ბ) ამ მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, უარი თქვას მოთხოვნის დამუშავებაზე; გ) თუ მოთხოვნა სრულყოფილია და არ არსებობს მოთხოვნის დამუშავებაზე უარის თქმის საფუძვლები, დამუშავებული მოთხოვნა გადააგზავნოს შემოსავლების სამსახურში.
3.ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო პირს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. ამ შემთხვევაში, ჩერდება წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის ვადის დინება, რომელიც განახლდება პირის მიერ ხარვეზის აღმოფხვრის მომდევნო სამუშაო დღიდან.
4.მოთხოვნის დამუშავებაზე უარის თქმის საფუძვლებია: ა) პირის მიერ წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის მოთხოვნა იმ საკითხზე ან/და იმ პერიოდზე, რომლის შემოწმების მიზნითაც მას უკვე ჩაბარდა საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ სასამართლოს ან საგადასახადო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილება/შეტყობინება ან რომელზედაც შედგენილია საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი; ბ) პირის მიერ წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის მოთხოვნა იმ საკითხზე ან/და იმ პერიოდზე, რომელიც უკვე შემოწმებულია საგადასახადო ორგანოს მიერ; გ) თუ საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის გამო, პირის წინააღმდეგ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და მიმდინარეობს საგადასახადო სამართალდარღვევის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება; დ) პირის მიერ მოთხოვნაში არსებული ხარვეზის დადგენილ ვადაში აღმოუფხვრელობა; ე) პირის მიერ წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის მოთხოვნა იმ საკითხზე, რომელიც არ არის გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 47-ე მუხლით.
5.დამუშავებული მოთხოვნა საგადასახადო ორგანოს მიერ დაუყოვნებლივ ეგზავნება შემოსავლების სამსახურის უფროსს/მის მოადგილეს, რომელიც მოთხოვნის განხილვისა და წინასწარი გადაწყვეტილების პროექტის მომზადების მიზნით, ამტკიცებს სამუშაო ჯგუფის შემადგენლობას, განსაზღვრავს მის ხელმძღვანელს და ადგენს წინასწარი გადაწყვეტილების პროექტის მომზადების ვადას.
6.სამუშაო ჯგუფი ახორციელებს მოთხოვნაში დასმული საკითხის შესწავლას, საჭიროების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს დახმარებით დამატებითი ინფორმაციის მოძიებას, შემოსავლების სამსახურის უფროსის/მოადგილის მიერ დადგენილ ვადაში წინასწარი გადაწყვეტილების პროექტის მომზადებას და შემოსავლების სამსახურის სათათბირო საბჭოსთვის განსახილველად წარდგენას.
7.შემოსავლების სამსახურის სათათბირო საბჭოს შენიშვნების გათვალისწინებით წინასწარი გადაწყვეტილების პროექტი შესათანხმებლად გადაეცემა საქართველოს ფინანსთა მინისტრს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ წინასწარი გადაწყვეტილების პროექტის შეთანხმების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის უფროსი/მოადგილე, №I-16 დანართის შესაბამისად, გამოსცემს წინასწარ გადაწყვეტილებას, რომელიც ეგზავნება მოთხოვნის წარმდგენ პირსა და შესაბამის საგადასახადო ორგანოს.
8.შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით ან მოთხოვნის განხილვისას ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დამუშავებაზე უარის თქმის საფუძვლის გამოვლენის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია უარი თქვას წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემაზე, რის თაობაზეც ეცნობება დაინტერესებულ პირს. დანართი №I-15 � საგადასახადო ორგანოს დასახელება � პირის დასახელება/სახელი, გვარი � საიდენტიფიკაციო ნომერი � მისამართი � საკონტაქტო ტელეფონის ნომერი მოთხოვნა წინასწარი გადაწყვეტილების თაობაზე 1. ოპერაციისა და მისი ფაქტობრივი გარემოებების დეტალური აღწერა:
2.წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის სასურველი ვადა:
3.წინასწარ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული დოკუმენტები: (ხელმოწერა) 20 (რიცხვი) (თვე) (წელი) დანართი №I-16 წინასწარი გადაწყვეტილება (წინასწარი გადაწყვეტილების საგანი) 1. დასმული შეკითხვა/შეკითხვები 2. ოპერაციის შინაარსი და ფაქტობრივი გარემოებები 3. წინასწარი გადაწყვეტილება 4. წინასწარი გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები წინასწარი გადაწყვეტილება გამოცემულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის � 47 - ე მუხლის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე. � 5. წინასწარი გადაწყვეტილების გასაჩივრება წინასწარი გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილ ვადაში და წესით. (სამსახურის უფროსის ხელმოწერა) 20 (რიცხვი) (თვე) (წელი)