1.ბავშვთა და ახალგაზრდულმა კავშირებმა, რომლებიც ამ მუხლის ამოქმედებამდე ირიცხებოდნენ ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების რეესტრში და გრანტის სახით მიღებული ჰქონდათ ამ კანონით განსაზღვრული ფინანსური მხარდაჭერა, ამ მუხლის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უნდა წარუდგინონ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდს ფინანსური ანგარიში სახელმწიფოსგან მიღებული თანხების მიზნობრივი ხარჯვის შესახებ.
2.ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა უზრუნველყოს იმ ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების აღრიცხვის წარმოება, რომლებიც იღებენ ამ კანონით განსაზღვრულ ფინანსურ მხარდაჭერას. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №448 – ვებგვერდი, 08.04.2013წ. თავი V. დასკვნითი დებულება
