1.სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ჩარევა ბირჟის საქმიანობაში დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ირღვევა ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.
2.სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს (ან გამოიწვია) ბირჟაზე გარიგებების შეუსრულებლობა ან/და ზარალი მიაყენა გარიგებებში მონაწილე მხარეებს, შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.
