„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის VIII 1 თავით
Article 26^15. რეტროსპექტულად გაცემული ნებართვა ან სერტიფიკატი
1. ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე განხორციელებული ექსპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის შემთხვევებზე, გამონაკლისის სახით, შეიძლება ამ კანონით გათვალისწინებული ნებართვა გაიცეს რეტროსპექტულად, კონვენციის შესაბამისად.
2. ნებართვა რეტროსპექტულად გაიცემა იმპორტის ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი თანხმობის არსებობის შემთხვევაში, თუ სააგენტო ყოველმხრივი მოკვლევისა და იმპორტის ქვეყნის ადმინისტრაციულ ორგანოსთან კონსულტაციების შედეგად დარწმუნდება, რომ საქმე ეხება შემთხვევით შეცდომას და არა შეცდომაში შეყვანის მცდელობას და სახეობის ნიმუშის გადატანა, სხვა მხრივ, შეესაბამება კონვენციის მოთხოვნებს.
3. ნებართვის რეტროსპექტულად გაცემა აკრძალულია კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშისთვის. ნებართვის რეტროსპექტულად გაცემა, გამონაკლისის სახით, დასაშვებია მხოლოდ კონვენციის II ან III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშისთვის.
4. ნებართვის რეტროსპექტულად გაცემის შემთხვევაში ნებართვაში მკაფიოდ უნდა მიეთითოს, რომ ეს ნებართვა გაცემულია რეტროსპექტულად, და უნდა განიმარტოს შესაბამისი მიზეზი.
5. აკრძალულია ნებართვის რეტროსპექტულად გაცემა იმ პირზე, რომელზედაც ერთხელ უკვე გაიცა ნებართვა რეტროსპექტულად.
6. სხვა ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეტროსპექტულად გაცემული ნებართვა ან სერტიფიკატი და ასეთი დოკუმენტით კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ნიმუშის საქართველოში იმპორტის განხორციელების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.
7. თუ პირად საკუთრებაში არსებული სახეობის ნიმუშის იმპორტი განხორციელდა ამ მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად − რეტროსპექტულად გაცემული ნებართვით ან სერტიფიკატით, აკრძალულია ამ ნიმუშის გაყიდვა იმპორტის განხორციელებიდან 6 თვის განმავლობაში. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №935 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.
