1.ამ კანონის ძირითადი მიზნებია: ა) უზრუნველყოს ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნა; ბ) მოაწესრიგოს ჯავახეთის დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების სამართლებრივი მექანიზმი.
ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ
ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ
1.ამ კანონის ძირითადი მიზნებია: ა) უზრუნველყოს ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნა; ბ) მოაწესრიგოს ჯავახეთის დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების სამართლებრივი მექანიზმი.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.ამ კანონის ძირითადი ამოცანებია, ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ფარგლებში: ა) უზრუნველყოს სამხრეთი საქართველოსთვის დამახასიათებელი ბუნებრივი ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების, ბიოტიპებისა და მათი ცალკეული კომპონენტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს დაცვა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება; ბ) ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველ ყოფის მიზნით ხელი შეუწყოს ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული ჯავახეთის ზეგნის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით, წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი, ტერიტორიებისა და ჰაბიტატების დაცვასა და აღდგენას; გ) უზრუნველყოს მიწის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვა, აღდგენა და ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობა; ეკოლოგიური განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა; ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება; ვულკანური წარმოშობის ბუნებრივი წყლის ობიექტების (ტბების) ბუნებრივი ბიოეკოლოგიური რეჟიმის დაცვა და მათზე მონიტორინგის განხორციელება; დ) ხელი შეუწყოს ბუნებრივ და ადამიანის მიერ სახეცვლილ გარემოში რეკრეაციის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.