1.ეს კანონი არეგულირებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 1998 წლის 17 ივლისის წესდების – რომის სტატუტის (შემდგომში – სტატუტი) საფუძველზე დაფუძნებულ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან (შემდგომში – საერთაშორისო სასამართლო) საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს, განსაზღვრავს საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობაზე უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოსა და საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობისას სამართლებრივი ურთიერთდახმარების ფორმებს.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ
