მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ მშობლების და, შესაბამის შემთხვევებში, გაფართოებული ოჯახის ან თემის წევრების, როგორც ეს გათვალისწინებულია ადგილობრივი წეს–ჩვეულებებით, მეურვეების ან კანონით ბავშვისათვის პასუხიხმგებელი სხვა პირების პასუხისმგებლობას, უფლებებსა და მოვალეობებს, რომ სათანადოდ მართავდნენ და ხელმძღვანელობდნენ ბავშვს მის მიერ წინამდებარე კონვენციით აღიარებული უფლებების განხორციელებაში და ამას აკეთებდნენ ბავშვის განვითარებადი უნარების შესაბამისად.
კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ
Article 5
Consolidation №0 Verified against the current consolidation · 25 May 2000
