Consolidation №13 Verified against the current consolidation · 22 May 2012
1. ამ კანონის მოქმედება პრეკურსორების მიმართ გავრცელდეს პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის კონტროლის შესახებ სპეციალური საკანონმდებლო აქტის მიღების შემდეგ.
2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 3 თვის შემდეგ. საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე თბილისი, 2002 წლის 5 დეკემბერი. №1831–Iს შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 2003 წლის 28 მარტის კანონი №2048 - სსმ I, №10, 24.04.2003 წ., მუხ.55 2. საქართველოს 2003 წლის 22 ივლისის კანონი №2556 - სსმ I, №24, 20.08.2003 წ., მუხ.181 3. საქართველოს 2003 წლის 3 დეკემბრის კანონი №3132 - სსმ I, №32, 22.12.2003 წ., მუხ.233 4. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2949 - სსმ I, №15, 16.05.2006 წ., მუხ.102 5. საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4190 - სსმ I, №49, 29.12.2006 წ., მუხ.360 6. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4267 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.426 7. საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4720 - სსმ I, №18, 22.05.2007 წ., მუხ.150 8. საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2718 - სსმ I, №12, 24.03.2010 წ., მუხ.55 9. საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414 10. საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4038-სსმ I, №75,27.12.2010 წ.,მუხ.463 11. საქართველოს 2012 წლის 16 მარტის კანონი №5 858 – ვებგვერდი , 28.03.2012წ.
Legal map
Click a node to open
CitationRelated by meaningნარკოტიკული საშუალებებ…საცხოვრებელი სადგომით …სანოტარო მოქმედებათა შ…უკანონო შემოსავლის ლეგ…კანონი „სამედიცინო და …სახელმწიფო საკუთრებაში…
For information only — not legal advice.
12. საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5960 – ვებგვერდი , 12.04.2012წ.
1. I სიას მიეკუთვნება: ა) მასში ჩამოთვლილი ნივთიერებების იზომერები, თუ ასეთი იზომერების არსებობა შესაძლებელია მოცემული კონკრეტული ქიმიური აღნიშვნის ფარგლებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც რომელიმე ნივთიერების იზომერი სპეციალურად არის ამოღებული ამ სიიდან; ბ) მასში ჩამოთვლილი ნივთიერებების რთული და მარტივი ეთერები, თუ ასეთი ეთერების არსებობა შესაძლებელია; გ) მასში ჩამოთვლილი ნივთიერებების მარილები, მათ შორის რთული და მარტივი ეთერების, იზომერების მარილები, თუ ასეთი მარილების არსებობა შესაძლებელია; დ) აცეტილდიჰიდროკოდეინის, დიჰიდროკოდეინის, კოდეინის, ნიკოდიკოდინის, ნიკოკოდინის, ნორკოდეინის, ფოლკოდინის ან ეთილმორფინის შემცველი პრეპარატები, რომლებიც დოზის ერთეულზე შეიცავს მის 100 და მეტ მილიგრამს, ხოლო კონცენტრაცია 2,5 და მეტი პროცენტია; ე) პროპირამის შემცველი პრეპარატები, რომლებიც დოზის ერთეულზე შეიცავს მის 100 და მეტ მილიგრამს, რომელიც შეერთებულია არანაკლებ ამავე რაოდენობის მეთილცელულოზასთან; ვ) პერორალურად მისაღები, დექსტროპროპოქსიფენის შემცველი პრეპარატები, რომლებიც დოზის ერთეულზე შეიცავს მის 135 და მეტ მილიგრამს, ან განუყოფელი პრეპარატები, რომლებშიც დექსტროპროფოქსიფენის კონცენტრაცია 2,5 და მეტი პროცენტია; ზ) კოკაინის შემცველი პრეპარატები, რომლებიც შეიცავს მის 0,1%-ზე მეტს კოკაინ-ფუძეზე გადაანგარიშებით; თ) ოპიუმის ან მორფინის შემცველი პრეპარატები, რომლებიც შეიცავს 0,2%-ზე მეტ მორფინს უწყლო მორფინ-ფუძეზე გადაანგარიშებით; ი) დიფენოქსინის შემცველი პრეპარატები, რომლებიც შეიცავს მის 0,5 და მეტ მილიგრამს და ატროპინის სულფატის იმ რაოდენობას, რომელიც ეკვივალენტურია დიფენოქსინის დოზის 5 პროცენტისა; კ) დიფენოქსილატის შემცველი პრეპარატები, რომლებიც შეიცავს მის 2,5 და მეტ მილიგრამს დიფენოქსილატ-ფუძეზე გადაანგარიშებით და ატროპინის სულფატის იმ რაოდენობას, რომელიც ეკვივალენტურია დიფენოქსილატის დოზის 1 პროცენტისა; ლ) მასში ჩამოთვლილი ნივთიერებებისაგან კუსტარულად დამზადებული ნებისმიერი სახის ნარევი.
2. I სიას არ მიეკუთვნება ლევომეტორფანის და ლევორფანოლის იზომერები, შესაბამისად დექსტრომეტორფანი [(+)-3-methyl-N-methylmorphinan] და დექსტრორფანი [(+)-3-hydroxy-N-methylmorphinan], რომლებიც სპეციალურად არის ამოღებული ამ სიიდან. საქართველოს 2003 წლის 22 ივლისის კანონი №2556 - სსმ I, №24, 20.08.2003 წ ., მუხ .181 საქართველოს 2003 წლის 3 დეკემბრის კანონი №3132 - სსმ I, №32, 22.12.2003 წ ., მუხ .233 სია II მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალი - ალფა-მეთილთიოფანტანილი (ALPHA-METHYLTHIOFENTANYL) - ალფა-მეთილ-4-მეთილთიოფენეტილამინი (4-MTA) - ალფა-მეთილფენტანილი (ALPHA-METHYLFENTANYL) - აცეტილ-ალფა-მეთილფენტანილი (ACETYL-ALPHA-METHYLFENTANYL) - აცეტილმეთადოლი (ACETYLMETHADOL) - აცეტორფინი (ACETORPHINE) - ბეტა-ჰიდროქსი-3-მეთილფენტანილი (BETA-HYDROXY-3-METHYLFENTANYL) - დექსამფეტამინი (DEXAMFETAMINE) - დიამპრომიდი (DIAMPROMIDE) - დიეთილთიამბუტენი (DIETHYLTHIAMBUTENE) - დიმეთილთიამბუტენი (DIMETHYLTHIAMBUTENE) - დიმენოქსადოლი (DIMENOXADOL) - დიმეფეპტანოლი (DIMEPHEPTANOL) - დიოქსაფეტილ ბუტირატი (DIOXAPHETYL BUTYRATE) - დიპიპანონი (DIPIPANONE) - დიფენოქსინი (DIFENOXIN) - დიჰიდრომორფინი (DIHYDROMORPHINE) - N- ეთილ მდა (N-ETHYL MDA) - ეტიციკლიდინი (ETICYCLIDINE) - ეტორფინი (ETORPHINE) - ეტრიპტამინი (ETRYPTAMINE) - ეფედრონი (EPHEDRONE) - თიოფენტანილი (THIOFENTANYL) - კათინონი (CATHINONE) - კანაფი (მცენარე) (CANNABIS) მცენარე კანაფის ყველა სახეობა - კანაფის ზეთი (CANNABIS OIL) მცენარე კანაფისგან ნებისმიერი გზით მიღებული ზეთი - კანაფის ფისი (CANNABIS RESIN) მცენარე კანაფისგან გამოყოფილი, გასუფთავებული ან/და გაუსუფთავებელი ფისი - კეტობემიდონი (KETOBEMIDONE) - კოკას ფოთოლი (COCA LEAF) „კოკას ფოთოლში” იგულისხმება კოკაინის ბუჩქის ფოთოლი, გარდა იმ ფოთლებისა, რომლებიდანაც მთლიანად არის გამოდევნილი ეკგონინი, კოკაინი და ეკგონინის სხვა ნებისმიერი ალკალოიდი. - ლიზერგინის მჟავა , მისი წარმოებულები და პრეპარატები , მათ შორის , ლიზერგიდი - (LYSERGIC ACID and their preparacion including (+)- LYSERGIDE) - მარიხუანა (ნედლი, გამომშრალი) - მდმა (MDMA) - 4-მეთილამინორექსი (4-METHYLAMINOREX) - მეთილდიჰიდრომორფინი (METHYLDIHYDROMORPHINE) - 3-მეთილთიოფენტანილი (3-METHYLTHIOFENTANYL) - მეთილფენიდატი (METHYLPHENIDATE) - 3-მეთილფენტანილი (3-METHYLFENTANYL) - მეთკათინონი (METHCATHINONE) - მესკალინი (MESCALINE) - მეტამფეტამინი (METAMFETAMINE) - მმდა (MMDA) - მფპპ (MPPP) - ოპიუმი (ამფიონი) (OPIUM) დამაძინებელი ან ზეთოვანი ყაყაჩოს შედედებული რძეწვენი - პარა-ფლუოროფენტანილი (PARA-FLUOROFENTANYL) - პარაჰექსილი (PARAHEXYL) - პეპაპ (PEPAP) - პმა (PMA) - პსილოციბინი (PSILOCYBINE) - პსილოცინი (PSILOCINE) - პსილოციბინის ან პსილოცინის შემცველი სოკოს ნებისმიერი სახეობა - როლიციკლიდინი (ROLICYCLIDINE) - სტპ, დომ (STP, DOM) - ტენამფეტამინი (TENAMFETAMINE) (MDA) - ტენოციკლიდინი (TENOCYCLIDINE) - ტეტრაჰიდროკანაბინოლები (ყველა იზომერი) (TETRAHYDROCANNABINOL all isomers) - ტმა (TMA) - ყაყაჩო დამაძინებელი (OPIUM PIPPY) papaver somniferum L- ის სახეობის მცენარე _ ყაყაჩოს ნამჯა დამაძინებელი ყაყაჩოს ყველა ნაწილი - ყაყაჩოს ნამჯისგან მიღებული კონცენტრატი მასალა, რომელიც მიიღება ყაყაჩოს ნამჯაში არსებული ალკალოიდების კონცენტრირების პროცესში - ყაყაჩოს ნამჯის ექსტრაქტი დამაძინებელი ყაყაჩოს ნამჯისგან ნებისმიერი გზით მიღებული, ნარკოტიკულად აქტიური ალკალოიდები, აგრეთვე ყაყაჩოს ნამჯისგან კუსტარულად დამზადებული ნებისმიერი პრეპარატი - ყაყაჩოს (დამაძინებელი ყაყაჩო) ნებისმიერი სახის ნაყენი და რძეწვენი - ყველა იმ სახეობის ყაყაჩო და მისგან მომზადებული პროდუქტი , რომელიც არ წარმოადგენს დამაძინებელ ყაყაჩოს , მაგრამ შეიცავს ამ სიაში მითითებულ ნარკოტიკულ საშუალებას - ჰეროინი (HEROIN) - N-ჰიდროქსი მდა (N-HYDROXY MDA) საქართველოს 2003 წლის 3 დეკემბრის კანონი №3132 - სსმ I, №32, 22.12.2003 წ ., მუხ .233 სია III შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალი - ალფენტანილი (ALFENTANIL) - ამობარბიტალი (AMOBARBITAL) - ამფეტამინი (AMFETAMINE) - ბუპრენორფინი (BUPRENORPHINE) - ბუტალბიტალი (BUTALBITAL) - ბუტორფანოლი (BUTORPHANOL) - გლუტეთიმიდი (ნოქსირონი) (GLUTETHIMIDE) - დექსტრომორამიდი (DEXTROMORAMIDE) - დექსტროპროფოქსიფენი (DEXTROPROPOXYPHENE) - დიფენოქსილატი (DIPHENOXYLATE) - დიჰიდროკოდეინი (DIHYDROCODEINE) - ეთილმორფინი (ETHYLMORPHINE) - თებაინი (THEBAINE) - კოდეინი (CODEINE) კოკაინი (COCAINE) მეთადონი (METHADONE) - მორფინი (MORPHINE) - ნალბუფინი (NALBUPFYNE) - ომნოპონი (OMNOPONE) - ოპიუმი სამედიცინო (OPII MEDICINALIS) - პეთიდინი (PETHIDINE) - პენტაზოცინი (PENTAZOCINE) - პენტობარბიტალი (PENTOBARBITAL) - პირიტრამიდი (PIRITRAMIDE) - სუფენტანილი (SUFENTANIL) ტაბლეტები: ● ალნაგონის ● ბარბამილი 0,15 გ + ბრომიზოვალი 0,15 გ ● კოდეინის კამფოსულფატის ● კოდეინის შემცველი „ ხველების საწინააღმდეგო “ ● კოდეინი 0,03 გ + პარაცეტამოლი 0,500 გ ● კოდეინი 0,015 გ + ნატრიუმის ჰიდროკარბონატი 0,25 გ ● კოდტერპინის ● ტერპინკოდი - ტილიდინი (TILIDINE) - ტრამადოლი (TRAMADOL) - ტრიმეპერიდინი (TRIMEPERIDINE) - ფენტანილი (FENTANYL) - ფლუნიტრაზეპამი (FLUNITRAZEPAM) - ფოლკოდინი (PHOLCODINE) ციკლობარბიტალი ( ციკორაპიიაო ) (CYCLOBARBITAL) საქართველოს 2003 წლის 22 ივლისის კანონი №2556 - სსმ I, №24, 20.08.2003 წ ., მუხ .181 სია IV ფსიქოტროპული ნივთიერებების ჩამონათვალი - ალობარბიტალი (ALLOBARBITAL) 5,5-diallilbarbituric acid - ალპრაზოლამი (ALPRAZOLAM) 8-chloro-1-methyl-6-phenyl-4H-s-triazolo [4,3-a] [1,4]benzodiazepine - ამინორექსი (AMINOREX) 2-amino-5-phenyl-2 oxasoline - ამფეპრამონი (AMFEPRAMONE) 2-(diethylamino) propiophenone - ბარბიტალი (BARBITAL) 5,5-diethylbarbituric acid - ბენზფეტამინი (BENZFETAMINE) N-benzyl-N,alpha-dimethylphenethylamine - ბრომაზეპამი (BROMAZEPAM) 7-bromo-1,3-dihydro-5-(2-pyridyl)-2H-1,4-benzodiazepin-2-one - ბროტიზოლამი (BROTIZOLAM) 2-bromo-4-(o-chlorphenyl)-9-methyl-6H-thyeno[3,2-f]-s-triazolo[4,3-alpha][1,4]diazepine - ბუტობარბიტალი (BUTOBARBITAL) 5-buthyl-5-ethylbarbituric acid - გამა-ოქსიზეთოვანი მჟავა (GHB) gamma-hydroxybutyric acid - დელორაზეპამი (DELORAZEPAM) 7-chloro-5-(o-chlorphenyl)-1,3-dihydro-2H-1,4-benzodiazepin-2-one - დიაზეპამი (DIAZEPAM) 7-chloro-1,3-dihydro-1-methyl-5-phenyl-2H-1,4-benzodiazepin-2-one - ეთილ ლოფლაზეპატი (ETHYL LOFLAZEPATE) ethyl-7-chloro-5-(o-fluorphenyl)-2,3-dihydro-2-oxo-1H-1,4-benzodiazepine-3-carboxylate - ეთინამატი (ETHINAMATE) 1-ethynylcyclohexanolcarbamate - ეთქლორვინოლი (ETHCHLORVYNOL) 1-chloro-3-ethyl-1-penten-4-yn-3-ol - ესტაზოლამი (ESTAZOLAM) 8-chloro-6-phenyl-4H-s-triazolo[4,3-alpha]-1,4-benzodiazepine - ეტილამფეტამინი (ETILAMFETAMINE) N-ethyl-alpha-methylphenetylamine - ვინილბიტალი (VINYLBITAL) 5-(1-methylbutyl)-5-vinylbarbituric acid ზოლპიდემი (ZOLPIDEM) – თიანეპტინი ( TIANEPTIN ) (RS)-7-(3-chloro-6-methyl-6,11-dihydrodibenzo[cf][1,2]thiazepin-11- ylamino)heptanoic acid S,S-dioxide - კამაზეპამი (CAMAZEPAM) 7-chloro-1,3-dihydro-3-hydroxy-1-methyl-5-phenyl-2H-1,4-benzodiazepin-2-one dimethylcarbamat (ester) - კეტაზოლამი (KETAZOLAM) 11-chloro-8,12b-dihydro-2,8-dimethyl-12b-phenyl-4H-[1,3]-oxazino[3,2-d][1,4]benzodiazepine-4,7 (6H)-dion - კლობაზამი (CLOBAZAM) 7-chloro-1-methyl-5-phenyl-1H-1,5-benzodiazepine-2,4(3H,5H)-dione - კლონაზეპამი (CLONAZEPAM) 5-(o-chlorophenyl)-1,3-dihydro-7-nitro-2H-1,4-benzodiazepin-2-one - კლორაზეპატი (CLORAZEPATE) 7-chloro-2,3-dihydro-2-oxo-5-phenyl-1H-1,4-benzodiazepine-3-carboxylic acid - კლოტიაზეპამი (CLOTIAZEPAM) 5-(o-chlorphenyl)-7-ethyl-1,3-dihydro-1-methyl-2H-thieno [2,3-e] [1,4] diazepin-2-one - კლოქსაზოლამი (CLOXAZOLAM) 10-chloro-11b--(o-chlorphenyl)-2,3,7,11b-tetrahydro-oxazolo-[3,2-d][1,4]benzodiazepin-6(5H)-one - ლეფეტამინი (LEFETAMINE) (-)-N,N-dimethyl-1,2-diphenylethylamine - ლოპრაზოლამი (LOPRAZOLAM) 6-(o-chlorphenyl)-2,4-dihydro-2[(4-methyl-1-piperazinyl) methylen]-8-nitro-1H-imidazol[1,2-alpha] [1,4] benzodiazepin-1-one - ლორაზეპამი (LORAZEPAM) 7-chloro-5-(o-chlorphenyl) 1,3-dihydro-3-hydroxy-2H-1,4-benzodiazepin-2-one - ლორმეტაზეპამი (LORMETAZEPAM) 7-chloro-5-(o-chlorphenyl)-1,3-dihydro-3-hydroxy-1-methyl-2H-1,4-benzodiazepin-2-one - მაზინდოლი (MAZINDOL) 5-(p-chlorphenil)-2,5-dihydro-3H-imidazo[2,1-alpha]-isoindol-5-ol - მედაზეპამი (MEDAZEPAM) 7-chloro-2,3-dihydro-1-methyl-5-phenyl-1H-1,4-benzodiazepine - მეზოკარბი (სიდნოკარბი) (MESOCARB) (SYDNOCARB) 3-(alpha-methylphenethyl)-N-(phenylcarbamoyl)sidnone imine - მეთილფენობარბიტალი (METHYLPHENOBARBITAL) 5-ethyl-1-methyl-5-phenylbarbituric acid - მეთიპრილონი (METHYPRYLON) 3,3-diethyl-5-methyl-2,4-piperidine-dione - მეპრობამატი (MEPROBAMATE) 2-methyl-2--propyl-1,3-propanediol dicarbamate - მეფენორექსი (MEFENOREX) N-(3-chloropropil)-alpha-methylphenetylamine - მიდაზოლამი (MIDAZOLAM) 8-chloro-6-(o-fluorophenyl)-1-methyl-4H-imidazol(1,5-a)(1,4)benzodiazepin - ნიმეტაზეპამი (NIMETAZEPAM) 1,3-dihydro-1-methyl-7-nitro-5-phenyl-2H-1,4-benzodiazepin-2-one - ნიტრაზეპამი (რადედორმი) (NITRAZEPAM) 1,3-dihydro-7-nitro-5-phenyl-2H-1,4-benzodiazepin-2-one - ნორდაზეპამი (NORDAZEPAM) 7-chloro-1,3-dihydro-5-phenyl-2H-1,4-benzodiazepin-2-one - ოქსაზეპამი (OXAZEPAM) 7-chloro-1,3-dihydro-3-hydroxy-5-phenyl-2H-1,4-benzodiazepin-2-one - ოქსაზოლამი (OXAZOLAM) 10-chloro-2,3,7,11b-tetrahydro-2-methyl-11b-phenyloxazolo[3,2-d] [1,4]benzodiazepin-6(5H)-one - პემოლინი (PEMOLINE) 2-amino-5-phenyl-2-oxazolin-4-one(=2-amino-5-phenyl-4-oxazolidinone) - პინაზეპამი (PINAZEPAM) 7-chloro-1,3-dihydro-5-phenyl-1-(2-propynyl)-2H-1,4-benzodiazepin-2-one - პიპრადოლი (PIPRADOL) 1,1-diphenyl-1-(2-piperidyl)-methanol - პიროვალერონი (PYROVALERONE) 4-methyl-2(pyrrolidinyl)valerophenone - პრაზეპამი (PRAZEPAM) 7-chloro-1-(cyclopropylmethyl)-1,3-dihydro-5-phenyl-2H-1,4-benzodiazepin-2-one - რელადორმი (დიაზეპამისა და ციკლობარბიტალის შემცველი პრეპარატი) - სეკბუტაბარბიტალი (SECBUTABARBITAL) 5 sec-buthyl-5-ethylbarbituric acid - ტემაზეპამი (TEMAZEPAM) 7-chloro-1,3-dihydro-3-hydroxy-1-methyl-5-phenyl-2H-1,4-benzodiazepin-2-one - ტეტრაზეპამი (TETRAZEPAM) 7-chloro-5-(cyclohexen-1-yl)-1,3-dihydro-1-methyl-2H-1,4-benzodiazepin-2-one - ტრიაზოლამი (TRIAZOLAM) 8-chloro-6-(o-chlorphenyl)-1-methyl-4H-s-triazolo-[4,3-alpha]-1,4-benzodiazepine - ფენდიმეტრაზინი (PHENDIMETRAZINE) (+)-(2S,3S)-3,4-dimethyl-2-phenylmorpholine - ფენკამფამინი (FENCAMFAMIN) N-ethyl-3-phenyl-2-norbornanamine - ფენობარბიტალი (PHENOBARBITAL) 5-ethyl-5-phenylbarbituric acid - ფენპროპორექსი (FENPROPOREX) (+-)-3-[(alpha- methylphenethyl)amino]propionitrile - ფენტერმინი (PHENTERMINE) alpha, alpha-dimethylphenetylamine - ფლუდიაზეპამი (FLUDIAZEPAM) 7-chloro-5-(o-fluorophenyl)-1,3-dihydro-1-methyl-2H-1,4-benzodiazepin-2-one - ფლურაზეპამი (FLURAZEPAM) 7-chloro-1-[2-(diethylamino)ethyl]-5-(o-fluorophenyl)-1,3-dihydro-2H-1,4-benzodiazepin-2-one - ქლორდიაზეპოქსიდი (CHLORDIAZEPOXIDE) 7-chloro-2-(methylamino)-5-phenyl-3H-1,4-benzodiazepin-4-oxide - ჰალაზეპამი (HALAZEPAM) 7-chloro-1,3-dihydro-5-phenyl-1-(2,2,2-trifluoroethyl)-2H-1,4-benzodiazepin -2-one - ჰალოქსაზოლამი (HALOXAZOLAM) 10-bromo-11b-(o-fluorphenyl)-2,3,7,11b-tetrahydrooxazolo[3,2-d] [1,4]benzodiazepin-6(5H)-one. შენიშვნა: IV სიას მიეკუთვნება მასში ჩამოთვლილი ნივთიერებების: ა) წამლის ფორმები; ბ) მარილები, თუ ასეთი მარილების არსებობა შესაძლებელია, და მათი წამლის ფორმები. საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4038-სსმ I, №75,27.12.2010 წ.,მუხ.463 სია V პრეკურსორების ჩამონათვალი ცხრილი № 1 - N-აცეტილანტრანილის მჟავა (N-ACETHYLANTRANILIC ACID) - ერგომეტრინი (ERGOMETRIN) N-(2-hydroxy-1-methylethyl)-D (+)-lysergamid - ერგოტამინი (ERGOTAMIN) (S'alpha)-12' -hudroxy-2'-methyl-5'-(phenyl-methyl)-ergotamin-3',6`,18-trion - ეფედრინი (EPHEDRINUM) L-erythro-2-methylamino-1-phenylpropan-1-ol - იზოსაფროლი ( ISOSAFROLE) - კალიუმის პერმანგანატი (POTASSIUM PERMANGANATE) - 3,4 - მეთილენდიოქსიფენილ - 2 - პროპანონი (3,4-METHYLENEDIOXYPHENYL-2-PROPANONE) - N - მეთილეფედრინი (N-METHYLEPHEDRINE) - ნორეფედრინი (NOREPHEDRINE) - პიპერონალი (PIPERONAL) - საფროლი (SAFROLE) - 1-ფენილ-2-პროპანონი (1-PHENYL- 2- PROPANONE) 1-phenyl-2-propanone - ფსევდოეფედრინი (PSEUDOEPHEDRINE) D-theo-2-methylamino-1-phenylpropan-1-ol - ძმარმჟავას ანჰიდრიდი (ACETIC ANHYDRIDE) ცხრილი № 2 - ანტრანილის მჟავა (ANTRANYLIC ACID) - აცეტონი (ACETONE) - გოგირდმჟავა კონცენტრირებული (გარდა მისი მარილებისა) (SULPHURIC ACID) - ეთილის ეთერი (ETHYL ESTHER) - მეთილეთილკეტონი (METHYL ETHYL KETONE) - პიპერიდინი (PIPERIDINE) - ტოლუოლი (TOLUOLE) - ქლორწყალბადმჟავა კონცენტრირებული (გარდა მისი მარილებისა) (HYDROCHLORIC ACID) - ფენილ ძმარმჟავა (PHENYLACETIC ACID) შენიშვნა : V სიას მიეკუთვნება მასში ჩამოთვლილი ნივთიერებების მარილები ( გარდა გოგირდმჟავას და ქლორწყალბადმჟავას მარილებისა ), თუ ასეთი მარილების არსებობა შესაძლებელია . ზოგადი შენიშვნები საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებების , ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების I, II, III, IV და V სიებზე 1. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების სიები შედგენილია გაეროს 1961 წლის „ნარკოტიკული საშუალებების შესახებ“ ერთიანი კონვენციის, 1971 წლის „ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ“ კონვენციისა და 1988 წლის „ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კონვენციის მოთხოვნების, გაეროს ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო კომიტეტის გადაწყვეტილებების, რეზოლუციებისა და რეკომენდაციების, ადგილობრივი პირობების, აგრეთვე საქართველოს ფარმაკოლოგიური და ფარმაკოპეის კომიტეტების მიერ შემუშავებული ა და ბ სიების გათვალისწინებით.
2. ა და ბ სიები მოიცავს მხოლოდ მედიცინაში გამოყენებისათვის ნებადართულ მედიკამენტებს. სახელმწიფო რეესტრიდან რომელიმე მათგანის ამოღების შემთხვევაში იგი ავტომატურად ამოიღება ა და ბ სიებიდანაც, ხოლო I, II, III, IV და V სიებში შეტანილია არა მხოლოდ სამკურნალო, არამედ საქართველოში ბრუნვისათვის აკრძალული ნივთიერებებიც. ამრიგად, ა და ბ სიები შემოიფარგლება მხოლოდ სამკურნალო საშუალებებით, ეს სიები კი მოიცავს ბუნებრივ და სინთეზურ ნივთიერებათა ფართო ასორტიმენტს, მათ შორის, სახელმწიფო რეესტრიდან ამოღებულსაც.
3. I, II, III, IV და V სიებს მხოლოდ სამართლებრივი მნიშვნელობა ენიჭება. ამ სიების დანიშნულება არ ემთხვევა ა და ბ სიების მიზანს, არ შეაქვს მათში არავითარი ცვლილება და მოქმედებს ა და ბ სიებისაგან დამოუკიდებლად.
4. I, II, III, IV და V სიებში არ არის მითითებული სინონიმები, თუმცა თითოეულ ნარკოტიკულ საშუალებასა და ფსიქოტროპულ ნივთიერებას შეიძლება ჰქონდეს მრავალი სინონიმი. ამ სიებს მიეკუთვნება მათში მითითებული ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების ნებისმიერი სინონიმით არსებული მცენარე, ნივთიერება და პრეპარატი.
5. საქართველოში არსებული მწვავე ნარკოლოგიური სიტუაციიდან და ზოგიერთი ნივთიერების ფსიქოაქტიური თვისებების სიძლიერიდან გამომდინარე, მათზე კონტროლის რეჟიმის გამკაცრების მიზნით, გაეროს 1961 წლის ერთიანი კონვენციით გათვალისწინებულ მცენარეებთან, ნივთიერებებთან და პრეპარატებთან ერთად ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალში შეტანილია გაეროს 1971 წლის კონვენციით გათვალისწინებული, I, II და III სიებში მითითებული ნივთიერებებიც. ამრიგად, სამართლებრივად ეს ნივთიერებები მოიხსენიება როგორც ნარკოტიკული საშუალებები, და მათ მიმართ გამოიყენება ნარკოტიკულ საშუალებებზე გავრცელებული სამართლებრივი აქტები, რის უფლებასაც იძლევა გაეროს 1961 წლის ერთიანი კონვენციის 39-ე მუხლი და 1971 წლის კონვენციის 23-ე მუხლი.
6. I სიაში მითითებული ზოგიერთი ნარკოტიკული საშუალება არ არის შეტანილი II და III სიებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე გადაუწყვეტელია მათი მკაცრად შეზღუდულ თუ შეზღუდულ ნარკოტიკულ საშუალებათა ჩამონათვალისათვის მიკუთვნების საკითხი. მცენარის, ნივთიერებისა და პრეპარატის მხოლოდ I სიაში არსებობა გულისხმობს, რომ მოცემული მცენარე, ნივთიერება და პრეპარატი მიეკუთვნება ნარკოტიკულ საშუალებას.
7. თუ აცეტილდიჰიდროკოდეინის, დიჰიდროკოდეინის, კოდეინის, ნიკოდიკოდინის, ნიკოკოდინის, ნორკოდეინის, ფოლკოდინის, ეთილმორფინის, დექსტროპროპოქსიფენის, დიფენოქსინის ან დიფენოქსილატის შემცველი პრეპარატები შეიცავს ამ ნარკოტიკული საშუალებების იმაზე ნაკლებ ოდენობებს, ვიდრე ეს გათვალისწინებულია I სიის შენიშვნის პირველი პუნქტის „დ“, „ვ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებით, საქართველოში ასეთი პრეპარატების ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების თუ ნაკლებად მკაცრი კონტროლის რეჟიმს დაქვემდებარებული ჩამონათვალისათვის მიკუთვნების საკითხი წყდება ყოველ კონკრეტულ პრეპარატზე ცალკე, ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით.
8. I სიას მიეკუთვნება მასში მითითებული ნარკოტიკული საშუალებების ნებისმიერი წამლის ფორმა (ასეთის არსებობისას), თუ პრეპარატი არ შეიცავს ფარმაკოლოგიურად აქტიურ სხვა ნივთიერებას. ამავე სიას მიეკუთვნება მხოლოდ ის მცენარე, ნივთიერება და პრეპარატი, რომლის დასახელება ან/და შემადგენლობა უშუალოდ არის მასში (შენიშვნების ჩათვლით) აღნიშნული.
9. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების წამლის ფორმაში იგულისხმება ნებისმიერი ფორმის (ტაბლეტი, ამპულა, დრაჟე, სანთელი და სხვ.) სამკურნალო საშუალება, რომლის შემადგენლობაში ფარმაკოლოგიურად აქტიურია მხოლოდ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერება (ნივთიერებები).
10. I სიასთან დაკავშირებული ყველა შენიშვნა ვრცელდება II და III სიებზედაც.
11. საქართველოში აკრძალულია II სიაში მითითებული ნარკოტიკული საშუალებებისა და მათი შემცველი პრეპარატების სახელმწიფო ფარმაკოპეაში და სამედიცინო ცნობარში შეტანა.
12. მცენარის, ნივთიერების ან პრეპარატის ნარკოტიკულ საშუალებათა, ფსიქოტროპულ ნივთიერებათა თუ პრეკურსორთა ჩამონათვალისათვის მიკუთვნების საკითხის გადაწყვეტისას სახელმძღვანელოა მხოლოდ I, II, III, IV და V სიები ან/და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების განმარტებები.
13. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების სიებთან დაკავშირებულ ყველა შენიშვნას აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც ამ სიებს.