1.ხელშეკრულების მონაწილე მხარეები, ამ ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად, კისრულობენ ვალდებულებას, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემად ან განაჩენის სისრულეში მოსაყვანად ერთმანეთს გადასცენ მათ ტერიტორიაზე მყოფი პირები.

Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.პირის გადაცემა სისხლისსამართლებრივი დევნის განსახორციელებლად წარმოებს ისეთი ქმედებებისათვის, რომლებიც ხელშეკრულების მონაწილე ორივე მხარის კანონმდებლობის თანახმად ისჯება თავისუფლების აღკვეთით 12 თვეზე მეტი ვადით ან უფრო მძიმე სასჯელით.
3.პირის გადაცემა განაჩენის სისრულეში მოსაყვანად წარმოებს იმ შემთხვევაში, თუ პირი მსჯავრდებულია თავისუფლების აღკვეთით 6 თვეზე მეტი ვადით ან უფრო მძიმე სასჯელით.
4.თუ გადაცემის მოთხოვნა ეხება რამდენიმე განსხვავებულ ქმედებას, რომელიც ხელშეკრულების მონაწილე ორივე მხარის კანონმდებლობის თანახმად ისჯება თავისუფლების აღკვეთით, მაგრამ რომელთა ნაწილიც არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში მოცემულ პირობებს, გადაცემა შეიძლება მოხდეს იმ დანაშაულისათვის, რომელიც აკმაყოფილებს ამ პუნქტების მოთხოვნებს.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.