ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვ ს შემდეგი მნიშვნელობა: ა) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირი – პირი, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით ითხოვს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მიღებას; ბ) – საქართველოს მოქალაქე, რომელიც ხანგრძლივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოში, ან სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, რომელსაც აქვს ან/და რომლის მშობლიური ენა მიეკუთვნება ქართველურ- კავკასიურ ენ ებს; გ) საქართველოდან წარმომავლობა – პირის ან მისი წინაპრის კუთვნილება საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები რომელიმე ეთნიკური ჯგუფისადმი და მის მიერ საქართველოს აღიარება თავის წარმომავლობის ქვეყნად; დ ) – პირის აღმავალი შტოს ხუთი თაობა; ე) – უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მეუღლე და შვილი; ვ ) – შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის მიერ დანიშნული პირი, რომელიც უზრუნველყოფს სხვა სახელმწიფოში (ადგილსამყოფელ სახელმწიფოში) არსებული დიასპორის საქართველოს სახელმწიფოსთან ურთიერთობის საერთო კოორდინაციას და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი; ზ) – გაერთიანება, რომელიც შექმნილია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ქართული კულტურის, საქართველოს სახელმწიფო ენის, ტრადიციების პოპულარიზაციის, დიასპორების შეკავშირების, საქართველოსთან კულტურულ, სამეცნიერო-ტექნიკურ, სპორტულ და სხვა სფეროებში თანამშრომლობის მიზნით; თ) (შემდგომ − რეესტრი) – დიასპორული ორგანიზაციების სისტემატიზაციის მიზნით შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთან შექმნილი მონაცემთა ბაზა დიასპორული ორგანიზაციების შესახებ; ი) – უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ერთობლიობა.
უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ
Article 3. ტერმინთა განმარტება
Consolidation №9 Verified against the current consolidation · 27 Jun 2018
