1.2008 წლის 1 მაისამდე გაცემული სახელმწიფო სერტიფიკატების მოქმედება, მიუხედავად მათი იურიდიული ძალისა, გაგრძელდეს განუსაზღვრელი ვადით.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ სახელმწიფო სერტიფიკატებზე, რომელთა გაუქმების თაობაზედაც გამოტანილია სასამართლო გადაწყვეტილება.
3.სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის მიმართვის საფუძველზე საბჭო გასცემს ახალი ფორმის სახელმწიფო სერტიფიკატს. საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5999 - სსმI, №9, 04.04.2008 წ.,მუხ . 74
