Article 4. საექიმო სპეციალობათა ნუსხა
Consolidation №33 Verified against the current consolidation · 9 Dec 2025
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო) განსაზღვრავს: ა) საექიმო სპეციალობათა ნუსხას; ბ) მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა ნუსხას; გ) იმ საექიმო სპეციალობათა ნუსხას, რომლებშიც ეკრძალება მუშაობა ამა თუ იმ დაავადების მქონე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3110 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.
