1.თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ/აღარ შეუძლია განახორციელოს პროფესიული საქმიანობა, მის დამსაქმებელს (სამუშაოზე მიღებისას ან შემდგომ), აგრეთვე საბჭოს უფლება აქვს, დაავალოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, სამედიცინო დაწესებულებაში გაიაროს შესაბამისი სამედიცინო შემოწმება.
