განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ასიგნებების მოცულობა 402460 ლარის ოდენობით , სადაც გათვალისწინებულია მუშა - მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება 307420 ლარი , რომელიც მოიცავს საპრემიო ფონდს ; ლარი ორგანიზაციული კოდი დ ა ს ა ხ ე ლ ე ბ ა 2010 წლის ფაქტი 2011 წლის გეგმა 2012 წლის გეგმა მ . შ . კრედიტები და გრანტები 11 00 დევნილთა საქმეების დეპარტამენტი 554579 420170 402460 0 ეკ . კლ . მომუშავეთა რიცხოვნობა 31 31 31 0 ხარჯები 553579 401670 400060 0 21 შრომის ანაზღაურება 299343 319970 307420 0 22 საქონელი და მომსახურება 127891 81700 92640 0 25 სუბსიდიები 0 0 0 0 27 სოციალური უზრუნველყოფა 126345 0 0 0 28 სხვა ხარჯები 0 0 0 0 არაფინანსური აქტივები 1000 18500 2400 0 დევნილთა საქმეების დეპარტამენტის პრიორიტეტები და ძირითადი მიმართულებები · დევნილთა უფლებების უზრუნველსაყოფად სტანდარტული პროცედურებისა და დაცვის მექანიზმების ჩამოყალიბება კოლექტიური ცენტრებიდან განსახლების ან ალტერნატიული ფართის შეთავაზების პროცესში ; · დევნილი მოსახლეობისათვის „ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის “ გაცნობა ეტაპების მიხედვით ; · დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში გასვლა და დევნილი მოსახლეობისათვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის „ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ “ კანონის გაცნობა , დევნილთათვის იურიდიული მომსახურების გაწევა და კონსულტაციები ; · აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობისა და საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლა ; · საცხოვრებელი ფართობების ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა ; · დევნილთა სოციალური კატეგორიის შესწავლა , ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა და მათი ინტეგრაცია სოციალური დახმარების სახელმწიფო სისტემაში ; · დევნილთა სოციალურ - ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება , მათი ინტეგრაციის ხელშეწყობით ; · დევნილი ოჯახების შემოსავლის ოდენობის შესწავლა ( დევნილებთან შეთანხმებით ), უმუშევარ დევნილთა რაოდენობის დადგენა და სპეციალობის მიხედვით მათი კლასიფიცირება ; · სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დევნილთა პროფესიული განათლებისა და გადამზადების , მათი ეკონომიკური ინტეგრაციის გააქტიურებისა და დასაქმების ხელშეწყობა . დევნილი ახალგაზრდობის ჩართვა გაცვლით პროგრამებში ; · კოლექტიურ ცენტრებზე საინფორმაციო ბანკის შექმნა კატეგორიების მიხედვით , მონაცემები მათი შემდგომში დაკანონებისა და დახურვის შესახებ ; · საქმიანი ურთიერთობების დამყარება სამთავრობო , არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან , აფხაზეთიდან დევნილების ჰუმანიტარული თუ სხვა სახის დახმარების მიზნით .
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“
Article 23. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტი
Consolidation №2 Verified against the current consolidation · 25 Oct 2012
