აღნიშნული ფონდიდან ხორციელდება წინა წლების სახელფასო და სხვა კრედიტორული დავალიანებების , კომპენსაციების და სასამართლო გადაწყვეტილებათა საფუძველზე წარმოქმნილი ვალდებულებებისა და მიმდინარე რეორგანიზაციის დაფინანსება , რომლის განკარგვა განხორციელდება ფინანსთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე დავალიანების დასაფარავად . წინა წლების დავალიანებების დაფარვისათვის ამ კანონით დამტკიცებული ასიგნებებიდან თანხების გამოყოფის მიზნით სამინისტროებმა და უწყებებმა 2012 წლის განმავლობაში უზრუნველყონ მათ ბალანსზე რიცხული წინა წლების კრედიტორული დავალიანების დაზუსტებული ინფორმაციის წარდგენა აფხაზეთის ფინანსთა სამინისტროში . ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად აფხაზეთის ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს 2012 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით დამტკიცებული ასიგნებები იმ პირობით , რომ არ იქნება დაშვებული ახალი დავალიანებების წარმოშობა , რაზედაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ შესაბამის საბიუჯეტო ორგანიზაციასა და დაწესებულებას . მუხლი II ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარ ე გ . ბარამია ქ. თბილისი 2011 წლის 23 დეკემბერი №7 შეტანილი ცვლილებები:
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“
