არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
Article 7. პრობაციის ოფიცრის მოხსენებითი ბარათი
თუ პრობაციის ოფიცერი მიიჩნევს, რომ არსებობს კანონით განსაზღვრული საფუძველი სასამართლოსათვის წარდგინებით მიმართვისათვის, იგი პრობაციის ბიუროს უფროსის სახელზე წერს მოხსენებით ბარათს, რომელშიც უნდა მიეთითოს: ა) სააღსრულებო საქმის ნომერი; ბ) აღსასრულებელი სამართლებრივი აქტი; გ) მოკლე ცნობები სააღსრულებო მოქმედებათა შესახებ; დ) ცნობები მსჯავრდებულის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სასამართლოსათვის შეტყობინების შესახებ; ე) მისი პირადი მოსაზრება წარდგინების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით; ვ) პრობაციის ოფიცრის ხელმოწერა, ბეჭედი და მოხსენებითი ბარათის წარდგენის თარიღი. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი № 2157 - სსმ I, №13 , 02.06.2003 წ., მუხ.82
