1.სააგენტოს უფლება აქვს, დანიშნოს კონტროლზე უფლებამოსილი პირი, რომელიც საქართველოს ნავსადგურში ნებისმიერ გემზე შეამოწმებს: ა) აქვს თუ არა გემზე მომსახურე მეზღვაურს, რომელსაც კონვენციის შესაბამისად უნდა ჰქონდეს სერტიფიკატი, სათანადო სერტიფიკატი ან იმის მტკიცებულება, რომ მან შესაბამის გემის დროშის ადმინისტრაციას მიმართა დადასტურების თაობაზე განცხადებით STCW-ის კოდექსის I/10 რეგლამენტის მე-5 პუნქტის თანახმად; ბ) გემზე მომსახურე მეზღვაურთა და მათი სერტიფიკატების გემის დროშის ადმინისტრაციის მიერ გაცემული ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების დოკუმენტის მოთხოვნებთან შესაბამისობას; გ) აქვთ თუ არა მეზღვაურებს კონვენციის შესაბამისად მორიგეობისა და უშიშროების სტანდარტების სათანადოდ დაცვის შესაძლებლობა, არსებობს თუ არა ვარაუდის საფუძველი, რომ ამგვარი სტანდარტების დაცვა ვერ მოხერხდა ერთ-ერთი ქვემოთ მოცემული ვითარების გამო: გ.ა) მოხდა გემის შეჯახება, მეჩეჩზე შეჯდომა ან ნაპირზე გამორიყვა; გ.ბ) ზღვაში ყოფნისას, ღუზაზე დგომისას ან ნაპირთან დგომისას გემიდან გადმოიღვარა ისეთი სითხ ე , რომელიც აკრძალულია რომელიმე საერთაშორისო კონვენცი ით; გ.გ) გემის მცდარი ან საშიში მანევრირებ ისას არ იქნა დაცული IMO-ს მიერ რეკომენდებული მარშრუტები ან უსაფრთხო ნაოსნობის ზომები და პროცედურები ; გ.დ) გემი იმგვარად მუშაობს, რომ საფრთხეს უქმნის ადამიანებს, ქონებას, გარემოს ან უშიშროებას ; გ.ე) სერტიფიკატი მოპოვებულია გაყალბების გზით ან მისი მფლობელი არ არის ი ს პირ ი , რომელზედ ა ც გა ი ცა სერტიფიკატი; გ.ვ) გემი ცურავს კონვენციის არაწევრი სახელმწიფოს დროშით ან გემის კაპიტანს, ოფიცერს ან რიგითს აქვს კონვენციის არაწევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული სერტიფიკატი.
2.ხარვეზ ად , რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ადამიანებს, ქონებას ან გარემოს, ითვლება : ა) შემთხვევა, როდესაც რომელიმე მეზღვაურ ს არ აქვს სერტიფიკატ ი, აღიარების დამადასტურებელი საბუთი ან კანონიერ ი საშეღავათო ნებართვ ა, ან როდესაც რომელიმე მეზღვაური ვერ უზრუნველყოფს იმის მტკიცებულების წარმოდგენას, რომ კვალიფიკაციის სერტიფიკატის აღიარებისთვის მან სააგენტო ს წარ უ დგ ი ნ ა განცხადება კონვენციის I/10 რეგლამენტის მე-5 პუნქტის შესაბამისად; ბ) ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების დოკუმენტის მოთხოვნებთან შეუსაბამობა; გ) გემის დროშის ადმინისტრაციის მიერ იმ მოთხოვნების შეუსრულებლობა, რომლებიც STCW-ის კოდექსის თანახმად დადგენილია სამანქანე ან სანავიგაციო ვახტის გაწევისთვის; დ) ვახტზე იმ პირის არყოფნა, რომელიც კვალიფიკაციის შესაბამისად პასუხს აგებს უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველმყოფი საშუალებების მუშაობაზე, უსაფრთხო რადიოკომუნიკაცი ა ზე ან ზღვის დაბინძურების თავიდან აცილებაზე; ე) რეისის დაწყებისას, პირველი და მ ის ი შემცვლელი სამორიგეო ცვლებისთვის სათანადოდ დასვენებული და მოვალეობების შესრულებისათვის მზა დ მყოფი პირების ხელმისაწვდომობის შეუძლებლობა.
3.თუ კონტროლის პროცედურის დროს გამოვლინდება ამ მუხლის მე-2 პუნქტი თ განსაზღვრული ხარვეზი, რომელ მ აც, სააგენტოს აზრით, შე ი ძლ ებ ა სერიოზული საფრთხე შეუქმნას გემს, ადამიანებს, ქონებ ა ს ან გარემოს, სააგენტოს უფლება აქვს , აუკრძალოს ნებისმიერ მცურავ საშუალებას ზღვაში გასვლა აღნიშნული საფრთხის აღმოფხვრამდე .
4.თუ კონტროლის პროცედურის შედეგად აღმოჩნდება, რომ რომელიმე პირი ატარებს სხვა პირ ზე გაცემულ, გაყალბებულ ან დაზიანებულ დოკუმენტს, აღნიშნული დოკუმენტი მას დაუყოვნებლივ ჩამოერთმევა და ამის შესახებ ეცნობება შესაბამის ეროვნულ ადმინისტრაციას .
5.ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტის მფლობელი ს მიერ დაკავებული ნებისმიერი თანამდებობა ცხადდება ვაკანტურ თანამდებობად, სანამ მას არ დაიკავებს კომპეტენტური მეზღვაური ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების დოკუმენტის მოთხოვნების შესაბამისად.
6.სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის შედეგად დაკავების ყველა შემთხვევის შესახებ ინფორმაციის სათანადო უწყებებისთვის მიწოდება, მათ შორის , ნავსადგურის ადმინისტრაციისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ს აჯარო ს ამართლის ი ურიდიული პ ირისათვის − შემოსავლების სამსახურის ათვის, დროშის სახელმწიფოს ადმინისტრაციის ათვის ან საქართველოში მისი დიპლომატიური წარმომადგენლისათვის. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3044 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

