1.მეზღვაურის მიერ გემზე შესაბამისი სერტიფიკატის გარეშე საქმიანობა ან/და ისეთი სერტიფიკატით საქმიანობა, რომელიც არ შეესაბამება მის თანამდებობრივ კომპეტენციას, − გამოიწვევს შესაბამისი მეზღვაურის დაჯარიმებას 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო კომპანიის დაჯარიმებას 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
2.იგივე ქმედება , ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში , − გამოიწვევს შესაბამისი მეზღვაურის დაჯარიმებას 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო კომპანიის დაჯარიმებას 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
