Article 107. (ამოღებულია)
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3266 – ვებგვერდი, 13.08.2018წ. თავი XII. საქართველოს პარლამენტის არჩევნები მუხლი 108. საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნა 1. საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის ბოლო შაბათს.
2. საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების დღემდე 60 დღით ადრე.
3. თუ საქართველოს პარლამენტის არჩევნების თარიღი ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან არაუადრეს 45-ე და არაუგვიანეს მე-60 დღისა. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გაუქმებისთანავე.
4. საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ ცნობა ქვეყნდება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე და მედიით არაუგვიანეს არჩევნების დანიშვნის დღის მომდევნო დღისა. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის ორგანული კანონი №1019 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2014 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №2093 - ვებგვერდი, 14.03.2014წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3266 – ვებგვერდი, 13.08.2018წ. საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №6723 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საარჩევნო კოდექსი
