Article 137. საარჩევნო ოლქები
1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებისათვის ყოველი მუნიციპალიტეტი ერთი საარჩევნო ოლქია.
2. არჩევნების დანიშვნის დღიდან 2 დღის ვადაში ცესკო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ცნობას საარჩევნო ოლქების შესახებ, მათი საზღვრების მითითებით.
3. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს ქმნიან და მათ საზღვრებს აზუსტებენ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები, ხოლო ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისათვის ასეთ საარჩევნო ოლქებს ქმნის და მათ საზღვრებს აზუსტებს ცესკო არჩევნების დანიშვნის დღიდან 2 დღის ვადაში, შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიული და ადმინისტრაციული თავისებურებების გათვალისწინებით.
4. საოლქო საარჩევნო კომისიები ცნობას ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შესახებ, მათი საზღვრების მითითებით, ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებენ არჩევნების დანიშვნის დღიდან 3 დღის ვადაში. საქართველოს 2014 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №2093 - ვებგვერდი, 14.03.2014წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1232 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6854 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3266 – ვებგვერდი, 13.08.2018წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №168 – ვებგვერდი, 29.12.2024წ.
