Article 166. საარჩევნო ოლქები
Consolidation №101 Verified against the current consolidation · 17 Dec 2025
1. მერის არჩევნებისათვის მუნიციპალიტეტი ერთი საარჩევნო ოლქია.
2. საქართველოს დედაქალაქის – თბილისის მერის არჩევნებისათვის თბილისი არის ერთი საარჩევნო ოლქი, რომელიც მოიცავს ამ კანონის 156-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შექმნილ საარჩევნო ოლქებს. საქართველოს 2014 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №2093 - ვებგვერდი, 14.03.2014წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1232 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.
