საქართველოს კანონით „სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შესახებ“
Article 19
დაზარალებულმა, რომელიც პირველად გადის შემოწმებას, ან მისმა წარმომადგენელმა დაწესებულებაში უნდა წარადგინოს იმ დამსაქმებლის ადმინისტრაციის ან პროფესიული კავშირის მიმართვა, სადაც მიიღო შრომითი დასახიჩრება, ან სასამართლოს მიმართვა (სასამართლოს გადაწყვეტილება), უბედური შემთხვევის აქტი ან სხვა დოკუმენტი შრომითი დასახიჩრებით მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შესახებ (შესაბამისი სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს წარმომადგენლის დასკვნა), ხოლო პროფესიული დაავადების შემთხვევაში – სამედიცინო დაწესებულების დასკვნა. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4298 -სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408
