საეთერო მაუწყებლობის ორგანიზაცია უფლებამოსილია ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის დამატებითი ჰონორარის გადახდის გარეშე, მოკლევადიანი სარგებლობისათვის ჩაწეროს ის ნაწარმოები, რომლის ეთერში გადაცემის უფლებაც მიიღო ამ ორგანიზაციამ, შემდეგი პირობების დაცვით: ა) ჩანაწერის დამზადება საკუთარი მოწყობილობის მეშვეობით, საკუთარი გადაცემისათვის; ბ) ჩანაწერის განადგურება დამზადებიდან 6 თვის შემდეგ, თუ უფრო ხანგრძლივი ვადა არ იყო შეთანხმებული ჩაწერილი ნაწარმოების ავტორთან. ავტორის თანხმობის გარეშე ოფიციალურ არქივში შეიძლება შენახულ იქნეს მხოლოდ დოკუმენტური ხასიათის ჩანაწერი.
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ
Article 27. საეთერო მაუწყებლობის ორგანიზაციის მიერ ნაწარმოების მოკლევადიანი ჩაწერა
Consolidation №18 Verified against the current consolidation · 9 Dec 2025
Topics:Music Industry
