1.თუ ამ კოდექსის 170-ე და 171-ე მუხლებში მითითებული აღსრულების უზრუნველყოფის საშუალების გამოყენების მიუხედავად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ აღსრულდა, აღსრულებაზე პასუხისმგებელი უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება უზრუნველყოს უშუალო იძულების საშუალებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
