საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Article 131. შიდსის შეყრა
1. სხვისთვის შიდსის განზრახ შეყრის საფრთხის შექმნა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
2. სხვისთვის შიდსის განზრახ შეყრა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
3. სხვისთვის შიდსის გაუფრთხილებლობით შეყრა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) ორი ან მეტი პირის მიმართ; ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის ან არასრულწლოვნის მიმართ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
