1.ბირთვული მასალის, რადიოაქტიური ნივთიერების ან მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროს ხელში ჩაგდება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
2.იგივე ქმედება, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის მუქარით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
