ბრალეულად არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს სხვა ისეთი გარემოების არსებობისას, რომელიც თუმცა ამ კოდექსში სახელდებით არ არის მოხსენიებული, მაგრამ სავსებით აკმაყოფილებს ამ ქმედების არაბრალეულობის პირობებს. კარი მესამე სასჯელი თავი X სასჯელის მიზნები და სახეები
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Article 38. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება სხვა არაბრალეული ქმედების დროს
Consolidation №296 Verified against the current consolidation · 25 Jun 2026
