საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5666 - ვებგვერდი, 12.01.2012წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5407 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
Article 21^36. (ამოღებულია)
Compare versions
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5666 - ვებგვერდი, 12.01.2012წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5407 – ვებგვერდი, 10.12.2019წ. მუხლი 21 37 . საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი 1. სასამართლო საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს შუამდგომლობის წარდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. 2. მოსამართლე საქმეს დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილავს. დახურულ სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ: არასრულწლოვანს, არასრულწლოვნის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელს, სპეციალისტთა ჯგუფის წევრებს, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის სხვა წარმომადგენელს, სოციალურ მუშაკს, არასრულწლოვნის ადვოკატს, აგრეთვე სასამართლოს მიერ მოწვეულ სხვა პირებს. 2 1 . საქმის განხილვისას მოსამართლე, საქმისთვის მნიშვნელოვან სხვა გარემოებებთან ერთად, ხელმძღვანელობს არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით და მისი რთული ქცევის ან/და მის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი დოკუმენტებით, რომლებიც შუამდგომლობას თან ერთვის. გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინება ისეთი გარემოებები, როგორებიცაა: არასრულწლოვნის ან/და არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრთან თანამშრომლობა; არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის მიერ არასრულწლოვნისთვის შერჩეულ სერვისში/პროგრამაში არასრულწლოვნის მონაწილეობა და მიღწეული შედეგები; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის შემთხვევაში − მისი ხასიათი, სიმძიმე და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები. 3. სასამართლო პროცესზე არასრულწლოვანს წარმოადგენს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი. თუ არასრულწლოვანს არ ჰყავს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი, სასამართლო ვალდებულია მისი ინტერესების დასაცავად საქმეში ჩააბას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო. 4. სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საქმის განხილვას. 5. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში. 6. სააპელაციო საჩივარი წარედგინება თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომელიც მას თანდართულ მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის თბილისის სააპელაციო სასამართლოს. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. 7. თბილისის სააპელაციო სასამართლო საჩივარს განიხილავს მისი წარმოებაში მიღებიდან 10 დღის ვადაში. 8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება (განჩინება) საბოლოოა და არ საჩივრდება. საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5666 - ვებგვერდი, 12.01.2012წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5407 – ვებგვერდი, 10.12.2019წ. მუხლი 21 38 . არასრულწლოვნის უფლებები არასრულწლოვანს უფლება აქვს, უარი განაცხადოს სასამართლოში ახსნა-განმარტების მიცემაზე, აგრეთვე მოითხოვოს სასამართლო პროცესზე ადვოკატის, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის დასწრება. საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5666 - ვებგვერდი, 12.01.2012წ. თავი VII 10 . ადმინისტრაციული სამართალწარმოება უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებით საქართველოს 2014 წლის 5 მარტის კანონი №2047 – ვებგვერდი, 17.03.2014წ. [თავი VII 10 . (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2025 წლის 1 ოქტომბრიდან)] საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №874 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.
