მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერების შესახებ სააგენტოს შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს აღნიშნული ღონისძიების გამოყენებისთვის საკმარის საფუძველს და მისი გამოყენების საჭიროების დასაბუთებას. სააგენტოს შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს მოვაჭრის შესახებ ზუსტი მონაცემები და მისი იმ ქმედების შინაარსი, რომლის დროებით შეჩერებასაც ითხოვს სააგენტო. საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონი №1476 – ვებგვერდი, 19.04.2022წ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
Article 21^91. სააგენტოს შუამდგომლობა მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერების შესახებ
Consolidation №111 Verified against the current consolidation · 25 Jun 2026
