1.სამედიცინო საქმიანობის სუბიექტს ეკრძალება: ა) ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების მწარმოებლისაგან ან გამსაღებლისაგან ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების ნიმუშის, პარტიის, ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების მწარმოებლის საფირმოემბლემიანი, სავაჭრონიშნიანი ნებისმიერი საგნის საჩუქრად მიღება; ბ) ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლების, საწოვრებისა და სატყუარების მწარმოებლისათვის ან გამსაღებლისათვის ორსული ქალების, აგრეთვე ჩვილთა და ადრეული ასაკის ბავშვთა დედების ვინაობისა და მისამართის გადაცემა; გ) ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლების, საწოვრებისა და სატყუარების მწარმოებლისაგან ან გამსაღებლისაგან ფინანსური სახსრების მიღება, თუ ისინი გამიზნულია ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლების, საწოვრებისა და სატყუარების რეკლამისა და გასაღების სტიმულირებისათვის.
ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ
