1.ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტის ეტიკეტზე ზუსტად, ნათლად, ადვილად წასაკითხად და იოლად გასაგებად უნდა აისახოს: ა) საკვების მომზადების წესი და მიღების რეჟიმი; ბ) მომზადებული საკვების ნარჩენის ბავშვის საკვებად ხელმეორედ გამოყენების დაუშვებლობა; გ) სიტყვებით და ციფრებით გამოხატული ასაკი, რომლის შემდეგაც ბავშვისათვის შეიძლება ამ პროდუქტის მიღება; დ) პროდუქტის შემადგენლობა და კვებითი ღირებულება; ე) პროდუქტის დასამზადებლად გამოყენებული კომპონენტები; ვ) პროდუქტის შენახვისა და ტრანსპორტირების პირობები; ზ) პროდუქტის ვარგისიანობის ვადა განსხვავებულ კლიმატურ და შენახვის პირობებში; თ) პროდუქტის პარტიის ნომერი და წარმოების თარიღი.
ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ
