პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი
Article 104. დასკვნითი დებულებები
1. ამ კოდექსის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) საქართველოს 1996 წლის 20 მარტის კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ “ (პარლამენტის უწყებანი, №007, 30.04.96, გვ.
7); ბ) საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი „სტანდარტიზაციის შესახებ “ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ.
162); გ) საქართველოს 1996 წლის 6 სექტემბრის კანონი „ პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ (პარლამენტის უწყებანი, №22-23, 17 ოქტომბერი, 1996, გვ.
25); დ) საქართველოს 1996 წლის 6 სექტემბრის კანონი „გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ “ (პარლამენტის უწყებანი, №22-23, 17 ოქტომბერი, 1996, გვ.
36); ე) საქართველოს 2010 წლის 8 აპრილის კანონი „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ “ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 19.04.2010, მუხ.
112).
2. 2014 წლის 1 იანვრის შემდეგ ყველა ტექნიკური რეგლამენტი (ნორმები, წესები, ინსტრუქციები, მოთხოვნები), რომლებიც სათანადო წესით არ იქნება მიღებული, ძალადაკარგულად ჩაითვლება.
3. ეს კოდექსი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს 2012 წლის 19 დეკემბრის კანონი №114 - ვებგვერდი, 27.12.2012წ. საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი თბილისი, 2012 წლის 8 მაისი. №6157- I ს
