ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ
Article 33
სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულება: ა) შესაბამისი ტექნოლოგიებით უზრუნველყოფს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განხორციელებას; ბ) დადგენილი წესით მონაწილეობს პოტენციური დონორებისა და პოტენციური რეციპიენტების რეგისტრაციაში, აგრეთვე ორგანოთა გაცემაზე უარის განმცხადებელი პირების სიის წარმოებაში; გ) უზრუნველყოფს ინფორმაციის გაცვლას პოტენციური რეციპიენტის მეთვალყურე სამედიცინო დაწესებულებასთან ან მკურნალ ექიმთან და ორგანოთა გადანერგვის მართვის დაწესებულებებთან; დ) დადგენილი წესით აწარმოებს სამედიცინო დოკუმენტებს, რომლებშიც აუცილებლად ფიქსირდება გადანერგილი ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი (შიფრი); ე) უზრუნველყოფს 24-საათიანი სამუშაო რეჟიმის დაცვას.
