ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ
Article 48
ტრანსპლანტოლოგიის საინფორმაციო ცენტრი შიფრავს დონორის ვინაობას მხოლოდ მისთვის ცნობილი საიდენტიფიკაციო ნომრით. როგორც წესი, სამედიცინო დაწესებულებაში ორგანოს თანმხლებ დოკუმენტებში მიეთითება მხოლოდ საიდენტიფიკაციო ნომერი. სამინისტრო სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულებიდან მიღებულ ინფორმაციას დონორის ვინაობის შესახებ აღნიშნავს მხოლოდ მისთვის ცნობილი საიდენტიფიკაციო ნომრით. ორგანოს თანმხლები დოკუმენტები უნდა შეიცავდეს ყველა სამედიცინო მონაცემს დონორის შესახებ. საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88 საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3055 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. მუხლი 49 დონორის ვინაობის გამჟღავნების უფლება აქვს მხოლოდ ტრანსპლანტაციის საბჭოს იმ შემთხვევაში, თუ: ა) გადასანერგად განსაზღვრული ორგანოს გამოყენება საფრთხეს უქმნის რეციპიენტის ან სხვა ადამიანის ჯანმრთელობას; ბ) სასამართლო დადგენილების საფუძველზე ამას მოითხოვენ სამართალდამცავი ორგანოები; გ) დადგენილი წესით ამას სპეციალურად მოითხოვს მინისტრი. საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88 საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3055 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. მუხლი 50 ორგანოების აღებაში, ტრანსპორტირებაში, შენახვაში, განაწილებაში, აგრეთვე, ტრანსპლანტაციასა და მკურნალობაში დასაქმებული პერსონალი ვალდებულია არ გაამჟღავნოს დონორის ან/და პოტენციური დონორის ვინაობა და მათი სამედიცინო მონაცემები, გარდა ამ კანონის 49-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
