1.უმაღლესი საბჭო კომიტეტის ან ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედის გადაწყვეტილებით პლენარულ სხდომაზე იწვევს მთავრობის წევრს, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირს, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელს. ისინი ვალდებული არიან გამოცხადდნენ პლენარულ სხდომაზე, ამ მუხლით დადგენილი წესით პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში. უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეგზავნება ადრესატს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი
