1.კომიტეტის აქტებია: დასკვნა, რეკომენდაცია, გადაწყვეტილება.
2.კომიტეტი მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად, აგრეთვე კანონპროექტის განხილვის შემდეგ შეიმუშავებს დასკვნას. კომიტეტის დასკვნა უნდა შეიცავდეს შეფასებას ან/და რეაგირების კონკრეტულ ზომებს. კომიტეტის დასკვნა, როგორც წესი, წარედგინება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს, უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომას ან დანიშნულებისამებრ იგზავნება.
