1.ფრაქციის შექმნის უფლება აქვს უმაღლესი საბჭოს არანაკლებ 5 წევრს.
2.ფრაქციის შექმნის მსურველი უმაღლესი საბჭოს წევრები შეიმუშავებენ სხვა ფრაქციისგან განსხვავებულ ფრაქციის პოლიტიკურ პლატფორმასა და წესდებას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

Closest in meaning — including in other laws
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი
Always up-to-date legal framework
3.ფრაქციის წესდებით წესრიგდება ფრაქციის შიდაორგანიზაციული საკითხები.
4.ფრაქციის წესდებით უნდა განისაზღვროს ფრაქციის შექმნისა და მის შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელების წესი, ფრაქციის ხელმძღვანელი ორგანოების შექმნისა და თანამდებობის პირების არჩევის წესი და მათი კომპეტენცია, ფრაქციის წევრთა უფლებამოსილება, ფრაქციის მიზნები, ამოცანები, სტრუქტურა და წესდების გადასინჯვის პროცედურა.
5.ფრაქციის თანამდებობის პირი არის ფრაქციის თავმჯდომარე. მისი უფლებამოსილება, არჩევის, გადაყენების და გადადგომის წესი განისაზღვრება ფრაქციის წესდებით.
6.ფრაქცია შექმნილად ითვლება მასში გაერთიანებული უმაღლესი საბჭოს არანაკლებ 5 წევრის მიერ ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმისა და წესდების მიღების მომენტიდან.
7.ახალშექმნილი ფრაქციის რეგისტრაცია სავალდებულოა. ახალშექმნილი ფრაქცია რეგისტრაციამდე ახორციელებს რეგლამენტის მე-40 მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს.
The amendments this article has been through
Details requirements for faction registration and consequences of denial.
amending act №4835151Describe your situation — we'll help you find the right specialist.