1.ფრაქციის ხარჯები ფინანსდება უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტიდან. ფრაქციისათვის უმაღლესი საბჭოს შენობაში გამოყოფილი სამუშაო ფართობი და ფრაქციის საქმიანობის უზრუნველსაყოფად გამოყოფილი თანხა, როგორც წესი, განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ უმაღლესი საბჭოს წევრთა რაოდენობის პროპორციულად.
2.ფრაქციის აპარატის თანამშრომელთა სახელფასო ფონდი განისაზღვრება ფრაქციის წარმომადგენლობის პროპორციულად. ფრაქციის აპარატის თანამშრომელთა სახელფასო ფონდის განსაზღვრის თაობაზე უმაღლესი საბჭოს ხაზინადართა საბჭოს გადაწყვეტილებას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 18 მარტის რეგლამენტი №03 - ვებგვერდი, 19.03.2021 წ.
