1.დროებითი კომისია არის უმაღლესი საბჭოს დროებითი სუბიექტი, რომელიც იქნება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით.
2.დროებითი კომისიის შექმნის საფუძველია ინფორმაცია: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს, თანამდებობის პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ თუ სხვა ინტერესებს; ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არამართლზომიერი ხარჯვის შესახებ.
