1.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი
1.
Closest in meaning — including in other laws
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი
Always up-to-date legal framework
2.საინიციატივო ჯგუფი უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს მიმართავს რეგისტრაციაში გატარების შესახებ განცხადებით. განცხადებას უნდა ერთოდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი და საინიციატივო ჯგუფის წევრთა შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, პირადი ნომერი და ტელეფონის ნომერი. ეს მასალები წარედგინება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის უახლოეს სხდომას, რომელიც მათ გადასცემს უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს.
3.უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარების შესახებ მასალების მისთვის გადაცემიდან 7 დღის ვადაში საინიციატივო ჯგუფს გადასცემს სარეგისტრაციო მოწმობას ან მოტივირებულ უარს ეუბნება რეგისტრაციაზე. რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია ამ მუხლის პირველი პუნქტის ან/და მე-2 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევა.
4.საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი განცხადება და კანონპროექტი საინიციატივო ჯგუფისათვის სარეგისტრაციო მოწმობის გადაცემის შემდეგ უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე განთავსდება.
5.საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს სარეგისტრაციო მოწმობის მიღებამდე გამოითხოვოს რეგისტრაციაში გატარების შესახებ განცხადება.
6.საინიციატივო ჯგუფი სარეგისტრაციო მოწმობის მიღების დღიდან უფლებამოსილია დაიწყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება ხელმოწერების ფურცლების შევსებით.
7.ხელმოწერების შესაგროვებლად უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ დადგენილი ფორმის თითოეულ ფურცელს ხელს აწერს არაუმეტეს 50 საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქისა. ხელმოწერების სისწორისათვის პასუხისმგებელი პირი აღნიშნავს ამომრჩევლის შემდეგ მონაცემებს: სახელს, გვარს, დაბადების წელს, თვესა და რიცხვს, მისამართს, პირად ნომერს, ტელეფონის ნომერს და ხელმოწერის თარიღს. ამ მონაცემებს ხელმოწერით ადასტურებს საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქე. ყოველ ასეთ ფურცელს ხელმოწერით ადასტურებს ხელმოწერების შეგროვებისთვის პასუხისმგებელი პირი, რომელიც პასუხისმგებელია ხელმოწერების სისწორისათვის და პასუხს აგებს ხელმოწერების გაყალბებისათვის. თითოეული პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.
8.საინიციატივო ჯგუფი სარეგისტრაციო მოწმობის მიღებიდან 1 თვის ვადაში უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს მიმართავს განცხადებით და წარუდგენს საარჩევნო უფლების მქონე არანაკლებ 20 000 მოქალაქის მიერ შევსებულ ხელმოწერების ფურცლებს.
9.შევსებული ხელმოწერების ფურცლები წარედგინება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის უახლოეს სხდომას, რომელიც მათ გადასცემს უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს ხელმოწერების ნამდვილობის შესამოწმებლად.
10.უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ხელმოწერების ფურცლების მიღებიდან 2 კვირის ვადაში ამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და შედეგებს წარუდგენს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის უახლოეს სხდომას. თუ დადგინდა, რომ ხელმოწერები შესრულებულია რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევით, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი საინიციატივო ჯგუფს უარს ეუბნება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის უმაღლეს საბჭოში განსახილველად წარდგენაზე.
11.ბათილად მიიჩნევა ხელმოწერა, რომელიც: ა) შესრულებულია იმ ფურცელზე, რომელიც არ არის დადგენილი ფორმის ან/და რომელიც ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით არ არის დადასტურებული ან დამოწმებული; ბ) არ შეიცავს ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემებს; გ) შესრულებულია მოტყუებით, მუქარით, ძალდატანებით ან სხვა პირის მიერ, თუ ამას ამომრჩეველი წერილობით დაადასტურებს; დ) შესრულებულია იმ პირის მიერ, რომელსაც არა აქვს საარჩევნო უფლება.
12.თუ შემოწმების შედეგად ნამდვილ ხელმოწერათა რაოდენობა 20 000-ზე ნაკლები აღმოჩნდა, საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეების ინიციატივით აფხაზეთის ავტონომოიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელება უარყოფილად ითვლება.
13.საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეთა ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დადებითი დასკვნა და საარჩევნო უფლების მქონე არანაკლებ 20 000 მოქალაქის მიერ წარმოდგენილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი წარედგინება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს, რომელსაც უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნის საფუძველზე საკითხი შეაქვს უმაღლესი საბჭოს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის მიზნით, ხოლო ხელმოწერების ფურცლები გადაეცემა უმაღლესი საბჭოს აპარატს. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის იმავე სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი რეგლამენტით დადგენილი წესით განსახილველად გადაეცემა კომიტეტებს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 5 მაისის რეგლამენტი №07 - ვებგვერდი, 06.05.2020 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის 6 ოქტომბრის რეგლამენტი N18 - ვებგვერდი, 07.10.2021 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2023 წლის 18 აპრილის რეგლამენტი N10 - ვებგვერდი, 19.04.2023 წ.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.