Article 4. თანასწორი საარჩევნო უფლება
საკრებულოს არჩევნები თანასწორია. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოს არჩევნებში ყოველ ამომრჩეველს ერთი ხმა აქვს. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოს არჩევნებში ამომრჩეველს აქვს იმდენი ხმის უფლება, რამდენი წევრიცაა ასარჩევი შესაბამის საარჩევნო ოლქში.
