პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ
Article 9. სარეგისტრაციო ორგანოს ამოცანები და უფლებამოსილებანი
1. სარეგისტრაციო ორგანო განსაზღვრავს საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სიას და მათი გამოყენების რეგლამენტებს , ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს სარეგისტრაციო გამოცდებს , შეისწავლის და აანალიზებს პესტიციდის / აგროქიმიკატის გამოცდების შედეგებსა და სამეცნიერო მონაცემებს , რეგისტრანტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციასა და ინფორმაციას , ატარებს სახელმწიფო რეგისტრაციას და გასცემს სარეგისტრაციო მოწმობებს , ადგენს ამკრძალავ სიებს და პერიოდულად აწარმოებს სახელმწიფო კატალოგს , საჭიროებისას აქვეყნებს დამატებით სიებს , ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს .
2. სარეგისტრაციო ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში : ა ) განიხილავს ფიზიკური და იურიდიული პირების განაცხადს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრაციის შესახებ ; ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს არგუმენტირებული დასკვნის საფუძველზე აუქმებს რეგისტრაციას და სახელმწიფო კატალოგიდან იღებს იმ პესტიციდებს, რომელთაც ადამიანისა და გარემოსთვის არახელსაყრელი თვისებები (საშიშროება) გამოავლინეს; გ ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიმუშავებს დებულებებს , ინსტრუქციებს , წესებს , მეთოდურ მითითებებს ; დ ) უზრუნველყოფს კვლევებში სტანდარტიზებული მეთოდების გამოყენებას ; ე ) მონაწილეობს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სწორად გამოყენების პროპაგანდის უზრუნველყოფაში . საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2581 - სსმ I, №59, 31.12.2005 წ., მუხ.460 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4312 - სსმ I, №4, 12.01.2007 წ., მუხ.55 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4411 - ვებგვერდი,17.03.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №482 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1694 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3067- ვებგვერდი, 11.07.2018 წ.
