1.უცხო ქვეყნის ატომურ გემსა და ატომურ სამხედრო ხომალდს უფლება აქვთ შევიდნენ საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში უცხო ქვეყნის გემებისა და სამხედრო ხომალდებისათვის ღია ნავსადგურებში და რეიდებზე ამ კანონის მე-11 მუხლით დადგენილი წესით. შესვლის წინ მათ უნდა გაიარონ სპეციალური შემოწმება რადიაციულ უსაფრთხოებაზე. შემოწმებას ახორციელებენ საქართველოს შესაბამისი ორგანოები.
საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ
