ის უცხო ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთაც სურთ განახორციელონ სამეცნიერო კვლევა საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე, ვალდებულნი არიან კვლევის დაწყებამდე ექვსი თვით ადრე საქართველოს შესაბამის ორგანოებს მიაწოდონ შემდეგი ინფორმაცია: ა) პროექტის მიზანი და ხასიათი; ბ) კვლევის მეთოდები და სამეცნიერო ხელსაწყო-მოწყობილობების დასახელება, გემის დასახელება, ტონაჟი, ტიპი და კლასი, სამეცნიერო ხელსაწყო-მოწყობილობების აღწერილობა; გ) იმ რაიონების ზუსტი გეოგრაფიული კოორდინატები, სადაც განხორციელდება პროექტი; დ) კვლევითი გემების პირველად შემოსვლისა და საბოლოო გასვლის, აგრეთვე მოწყობილობების დამონტაჟებისა და მოხსნის სავარაუდო თარიღები; ე) იმ ორგანიზაციის დასახელება, რომელიც ახორციელებს პროექტს, აგრეთვე მისი ხელმძღვანელისა და პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირების მონაცემები; ვ) საქართველოს მიერ პროექტში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა; ზ) სხვა აუცილებელი მონაცემები.
საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ
Article 50. უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოსათვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება
Consolidation №25 Verified against the current consolidation · 13 Dec 2023
