სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
Article 91^16. ფაქტების კონსტატაცია საჯარო ადგილებში
აღსრულე ბის ეროვნული ბიურო უფლებამოსილია თანხმობის გარეშე განახორციელოს ფაქტების კონსტატაცია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან/და კანონიერ მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე, ასევე კერძო საკუთრებაში ან/და კანონიერ მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე, რომელიც საჯარო მოხმარების ობიექტია. საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6981 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
