ამ კანონის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლება, რომელთაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ.
421)გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2007 წლის 1 დეკემბრამდე და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლება არ ვრცელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58 2 , 79 1 , 79 2 მუხლებით, 86-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით, 88-ე, 100 2 , 114 1 , 129 1 , 144 3 , 144 4 , 144 5 მუხლებით, 150-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 150 1 მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით, 152-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 155 1 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 164 5 და 179 3 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე.
