Consolidation №29 Verified against the current consolidation · 24 Dec 2013
1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ამოქმედდეს ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტის (აქტების) ძალაში შესვლის დღიდან.
3. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4221 - სსმ I, №4, 12.01.2007 წ., მუხ.54 საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე თბილისი, 1999 წლის 28 მაისი № 2050-IIs ს აქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართი I. საგზაო ნიშნები „ საგზაო ნიშნებისა და სიგნალების შესახებ ” საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად 1. გამაფრთხილებელი ნიშნები გამაფრთხილებელი ნიშანი მძღოლს აუწყებს გზის სახიფათო მონაკვეთთან მიახლოებას , რომლის დროსაც აუცილებელია შესაბამისი ზომების მიღება .
1.1. „ რკინიგზის შლაგბაუმიანი გადასასვლელი ”.
1.2. „ რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი ”.
1.3.1. „ ერთლიანდაგიანი რკინიგზა ”, 1.3.2. „ მრავალლიანდაგიანი რკინიგზა ” ( რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი : ერთლიანდაგიანი – 1.3.1, ორ და მეტ - ლიანდაგიანი – 1.3.2).
1.4.1 – 1.4.6. „ რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოება ” ( მძღოლის დამატებითი გაფრთხილება დაუსახლებელ პუნქტში რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოების შესახებ ).
Legal map
Click a node to open
CitationRelated by meaningსაგზაო მოძრაობის უსაფრ…ავტომოტოტრანსპორტის მფ…საგზაო მოძრაობის შესახ…სოციალური დახმარების შ…არასაპატიმრო სასჯელთა …სანოტარო მოქმედებათა შ…
For information only — not legal advice.
Article 46 — კანონის ამოქმედება | საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ
1.5. „ ტრამვაის ხაზის გადაკვეთა ”.
1.6. „ თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთა ”.
1.7. „ წრიული მოძრაობით გადაკვეთა ”.
1.8. „ შუქნიშნით რეგულირება ” ( გზაჯვარედინი , ქვეითთა გადასასვლელი ან გზის მონაკვეთი , რომელზედაც მოძრაობა შუქნიშნით რეგულირდება ).
1.9. „ გასახსნელი ხიდი ” ( გასახსნელი ხიდი ან ბორნის გადასასვლელი ).
1.10. „ სანაპიროზე გასასვლელი ” ( სანაპიროზე ან ნაპირზე გასასვლელი ).
1.11.1, 1.11.2. „ სახიფათო მოსახვევი ” ( გზის მომრგვალება მცირე რადიუსით ან შეზღუდული ხილვადობით :
1.12.1 – პირველი მოსახვევით მარჯვნივ , 1.12.2 – პირველი მოსახვევით მარცხნივ ).
1.13. „ ციცაბო დაღმართი ”.
1.14. „ ციცაბო აღმართი ”.
1.15. „ მოლიპული გზა ” ( გზის მონაკვეთი , რომლის სავალი ნაწილი მოლიპულია ).
1.16. „ უსწორმასწორო გზა ” ( გზის მონაკვეთი , რომლის სავალი ნაწილი უსწორმასწოროა – ტალღოვანი , ღრანტეებიანი , ხიდთან უსწორმასწორო შეუღლებებით და ა . შ .).
1.17. „ ქვის ასხლეტა ” ( გზის მონაკვეთი , რომელზედაც შესაძლოა სატრანსპორტო საშუალების თვლებიდან ღორღის , ხრეშისა და ა . შ . ასხლეტა ).
1.18.1–1.18.3. „ გზის შევიწროება ” ( შევიწროება ორივე მხრიდან – 1.18.1, მარჯვნიდან – 1.18.2, მარცხნიდან – 1.18.3).
1.19. „ ორმხრივი მოძრაობა ” ( გზის ( სავალი ნაწილის ) მონაკვეთის დასაწყისი , სადაც საპირისპირო მოძრაობაა ).
1.20. „ ქვეითთა გადასასვლელი ” ( აღინიშნება 5.16.1, 5.16.2 ნიშნებით ან / და 1.14.1–1.14.3 მონიშვნებით ).
1.21. „ ბავშვები ” ( გზის მონაკვეთი საბავშვო დაწესებულებასთან ( სკოლა , გამაჯანსაღებელი ბანაკი და ა . შ .) ახლოს , რომლის სავალ ნაწილზე შესაძლოა ბავშვების გამოჩენა ).
1.22. „ საველოსიპედო ბილიკის გადაკვეთა ”.
1.23. „ საგზაო სამუშაოები ”.
1.24. „ პირუტყვის გადარეკვა ”.
1.25. „ გარეული ცხოველები ”.
1.26. „ ქვის ცვენა ” ( გზის მონაკვეთი , სადაც შესაძლოა ჩამონგრევა , მეწყერი , ქვის ცვენა ).
1.27. „ გვერდითი ქარი ”.
1.28. „ დაბლამფრენი თვითმფრინავები ”.
1.29. „ გვირაბი ” ( ადგილი , სადაც არ არის ხელოვნური განათება ან რომლის შესასვლელში ხილვადობა შეზღუდულია ).
1.30. „ სხვა საშიშროებანი ” ( გზის მონაკვეთი , სადაც არსებობს სხვა გამაფრთხილებელი ნიშნებით გაუთვალისწინებელი საშიშ როებანი ).
1.31.1, 1.31.2. „ მოხვევის მიმართულება ” ( მოძრაობის მიმართულება შეზღუდული ხილვადობის მქონე მცირერადიუსიანი გზის მომრგვა ლებაზე ; გზის შესაკეთებელი მონაკვეთის შემოვლის მიმართულება ).
1.31.3. „ მოხვევის მიმართულება ” ( მოძრაობის მიმართულება "T" ნიშნის გზაჯვარედინზე ან გზების განშტოებაზე ; გზის შესაკეთებელი მონაკვეთის შემოვლის მიმართულება ). ნიშნები 1.1, 1.2, 1.5–1.30 სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე იდგმება დასახლებული პუნქტის გარეთ 150-300 მეტრზე , დასახლებულ პუნქტში კი – 50–100 მეტრ მანძილზე . აუცილებლობისას , ნიშნები იდგმება სხვა მანძილზეც , რომელიც ამ შემთხვევაში მითითებულია 7.1.1 დაფაზე . ნიშნები 1.13 და 1.14 შეიძლება დაიდგას 7.1.1 დაფის გარეშე , უშუალოდ დაღმართის ან აღმართის დასაწყისში , თუ ისინი ერთმანეთს მიჰყვება . ნიშანი 1.23 სავალ ნაწილზე ხანმოკლე სამუშაოს ჩატარებისას იდგმება სამუშაოს ჩატარების ადგილიდან 10-15 მეტრ მანძილზე , 7.1.1 დაფის გარეშე . ნიშნები 1.1, 1.2, 1.10, 1.21 და 1.23 დასახლებული პუნქტის გარეთ მეორდება . მეორე ნიშანი იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისიდან არანაკლებ 50 მეტრ მანძილზე . ნიშნები 1.3.1 და 1.3.2 იდგმება უშუალოდ რკინიგზის გადასასვლელის წინ .
2. პრიორიტეტის ნიშნები პრიორიტეტის ნიშანი ადგენს გზაჯვარედინის , სავალი ნაწილის გადაკვეთის ან გზის ვიწრო მონაკვეთის გავლის რიგითობას .
2.1. „ მთავარი გზა ” ( გზა , რომელზედაც მძღოლს ენიჭება მოუწესრიგებელი გზაჯვარედინის უპირატესი გავლის უფლება ).
2.4. „ დაუთმეთ გზა ” ( მძღოლი გზას უთმობს გადა სა კვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას , ხოლო 7.13 დაფის არსებობისას – მთავარ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას ).
2.5. „ მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია ” ( აკრძალულია გაუჩერებლად მოძრაობა „ სდექ ” ხაზის წინ , ხოლო თუ ის არ არის – გადასაკვეთი სავალი ნაწილის ნაპირთან ). მძღოლი გზას უთმობს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას , ხოლო 7. 13 დაფის არსებობისას – მთავარ გზაზე მოძრავ სატრან სპორტო საშუალებას ). ნიშანი 2.5 იდგმება რკინიგზის გადასასვლელის ან საკარანტინო საგუშაგოს წინ . ამ შემთხვევაში მძღოლი ჩერდება „ სდექ ” ხაზის წინ , ხოლო თუ ის არ არის – ნიშნის წინ .
2.6. „ საპირისპირო მოძრაობის უპირატესობა ” ( აკრძალულია გზის ვიწრო მონაკვეთზე შესვლა , თუ ეს აძნელებს საპირისპირო მოძრაობას . მძღოლი გზას უთმობს შემხვედრ სატრან სპორტო საშუალებას , რომელიც იმყოფება გზის ვიწრო მონაკვეთზე ან მის მოპირდაპირე მისასვლელთან ).
2.7. „ უპირატესობა საპირისპირო მოძრაობასთან ” ( გზის ვიწრო მონაკვეთი , რომელზედაც მოძრაობისას მძღოლს ენიჭება უპირატესობა შემხვედრ სატრანსპორტო საშუალებასთან შედარებით ).
3. ამკრძალავი ნიშნები ამკრძალავი ნიშანი ზღუდავს მოძრაობას ან აუქმებს შეზღუდვებს .
3.1. „ შესვლა აკრძალულია ” ( აკრძალულია ყველა სახის სატრან სპორტო საშუალების შესვლა მოცემული მიმართულებით ).
3.2. „ მოძრაობა აკრძალულია ” ( აკრძალულია ყველა სახის სატრან სპორტო საშუალების მოძრაობა ).
3.3. „ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აკრძალულია ”.
3.4. „ სატვირთო ავტომობილის მოძრაობა აკრძალულია ” ( აკრძალულია სატვირთო ავტომობილისა და სატრანსპორტო საშუალების შემადგენლობების , აგრეთვე ტრაქტორისა და თვითმავალი მანქანის მოძრაობა , რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება ( თუ ნიშანზე მასა არ არის მითი თე ბუ ლი , ან აქვთ ნებადართული მაქსიმალური მასა , რომელიც აღემატება ნიშანზე მითითებულს ). ნიშანი 3.4 არ კრძალავს იმ სატვირთო ავტომობილის მოძრაობას , რომელსაც ბორტებზე აქვს დახრილი თეთრი ზოლები ან მგზავრთა გადასაყვანად არის განკუთვნილი .
3.5. „ მოტოციკლის მოძრაობა აკრძალულია ”.
3.6. „ ტრაქტორის მოძრაობა აკრძალულია ” ( აკრძალულია ტრაქტორისა და თვითმავალი მანქანის მოძრაობა ).
3.7. „ მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია ” ( აკრძალულია ყველა სახის მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილისა და ტრაქტორის მოძრაობა , აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება ).
3.8. „ საჭაპნე ოთხთვალის მოძრაობა აკრძალულია ” ( აკრძა ლუ ლია საჭაპნე ოთხთვალის ( მარხილის ), სასაპალნე და საჯდომი ცხოველების მოძრაობა , აგრეთვე პირუტყვის გადარეკვა ).
3.9. „ ველოსიპედით მოძრაობა აკრძალულია ” ( აკრძალულია ველოსიპედითა და მოპედით მოძრაობა ).
3.10. „ ქვეითის მოძრაობა აკრძალულია ”.
3.11. „ მასის შეზღუდვა ” ( აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების , აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების შემადგენლობების მოძრაობა , რომელთა საერთო ფაქტობრივი მასა აღემატება ნიშანზე მითითებულს ).
3.12. „ ღერძზე დატვირთვის შეზღუდვა ” ( აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა , რომლის ფაქტობრივი დატვირთვა რომელიმე ღერძზე აღემატება ნიშანზე აღნიშნულს ).
3.13. „ სიმაღლის შეზღუდვა ” ( აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა , რომლის გაბარიტული სიმაღლე ( ტვირთიანად ან უტვირთოდ ) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს ).
3.14. „ სიგანის შეზღუდვა ” ( აკრძალულია სატრანსპორტო საშუა ლების მოძრაობა , რომლის გაბარიტული სიგანე ( ტვირთიანად ან უტვირთოდ ) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს ).
3.15. „ სიგრძის შეზღუდვა ” ( აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების , აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების შემადგენლობების მოძრა ობა , რომელთა გაბარიტული სიგრძე ( ტვირთიანად ან უტვირთოდ ) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს ).
3.16. „ მინიმალური დისტანციის შეზღუდვა ” ( აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა , რომელთა შორის დისტანცია ნიშანზე აღნიშნულზე ნაკლებია ).
3.17.1. „საბაჟო გამშვები პუნქტი“ (აკრძალულია საბაჟო გამშვებ პუნქტთან (საქართველოს საბაჟო საზღვართან მდებარე საბაჟო კონტროლის ზონა) გაუჩერებლად გავლა). საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ №6 6 , 03.12.2010 წ., მუხ.414 საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5944 - ვებგვერდი, 12.04.2012წ.
3.17.2. „ საშიშროება ” ( აკრძალულია ყველა სატრანსპორტო საშუალების შემდგომი მოძრაობა საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევასთან , ავარიასთან ან სხვა საშიშროებასთან დაკავშირებით ).
3.18.1. „ მარჯვნივ მოხვევა აკრძალულია ”.
3.18.2. „ მარცხნივ მოხვევა აკრძალულია ”.
3.19. „ მობრუნება აკრძალულია ”.
3.20. „ გასწრება აკრძალულია ” ( აკრძალულია ყველა სატრან სპორ ტო საშუალების გასწრება , გარდა 30 კმ / სთ - ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა ).
3.21. „ გასწრების აკრძალვის ზონის დასასრული ”.
3.22. „ სატვირთო ავტომობილით გასწრება აკრძალულია ” ( სატვირთო ავტომობილს , რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება , ეკრძალება ყველა სატრანსპორტო საშუალების გასწრება , გარდა 30 კმ / სთ - ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა . ტრაქტორს ეკრძალება ყველა სატრანსპორტო საშუალების გასწრება , გარდა საჭაპნე ოთხთვა ლისა ( მარხილისა და ველოსიპედისა ).
3.23. „ სატვირთო ავტომობილით გასწრების აკრძალვის ზონის დასასრული ”.
3.24. „ მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა ” ( აკრძალულია მოძრაობა სიჩქარით ( კმ / სთ ), რომელიც აღემატება ნიშანზე აღნიშნულს ).
3.25. „ მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვის ზონის დასასრული ”.
3.26. „ ხმოვანი სიგნალით სარგებლობა აკრძალულია ” ( აკრძალულია ხმოვანი სიგნალით სარგებლობა , გარდა იმ შემთხვევისა , როცა სიგნალი საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად გამოიყენება ).
3.27. „ გაჩერება აკრძალულია ” ( აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა ).
3.29 და 3.30 ნიშნების ერთდროულად გამოყენებისას , სატრანსპორტო საშუალე ბის გზის ერთი მხრიდან მეორეზე გადაყენების დროა 19- დან 21 საათამდე .
3.31. „ ყველა შეზღუდვის ზონის დასასრული ” (3.16, 3.20, 3.22, 3.24, 3.26–3.30 ნიშნებიდან ერთდროულად რამდენიმე ნიშნის მოქმე დების ზონის დასასრული ).
3.32. „ საშიში ტვირთის გადამტანი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აკრძალულია ” ( აკრძალულია საცნობი ნიშნით „ საშიში ტვირთი ” აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ).
3.33. „ ფეთქებადი და ადვილად აალებადი ტვირთის გადამტანი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აკრძალულია ” ( აკრძალულია საცნობი ნიშნით „ საშიში ტვირთი ” აღჭურვილი და 19433-88 სახელმწიფო სტანდარტით 1.22–2.4, 3.1, 3.2, 5.2 კლასის საშიში ტვირთის გადასატანად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ).
3.2–3.9 და 3.33 ნიშნები კრძალავს შესაბამისი სახის სატრან სპორტო საშუალების მოძრაობას ორივე მიმართულებით . ნიშნების მოქმედება არ ვრცელდება : ა ) 3.1–3.3, 3.18.1, 3.18.2, 3.19, 3.27 ნიშნებისა – სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე ; ბ ) 3.2–3.8 ნიშნებისა – სატრანსპორტო საშუალებაზე , რომელიც ემსახუ რება აღნიშნულ ზონაში მდებარე საწარმოს , ანდა ემსახურება ან ეკუთვნის ამავე ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს . ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება შედის აღნიშნულ ზონაში და გამოდის იქიდან დანიშნულების ადგილისაკენ უახლოეს გზაჯვარედინზე ; გ ) 3.28–3.30 ნიშნებისა – ტაქსზე , რომელსაც ჩართული აქვს ტაქსომეტრი ; დ ) 3.2, 3.3, 3.28–3.30 ნიშნებისა – სატრანსპორტო საშუალებაზე , რომელსაც მართავს პირველი ან მეორე ჯგუფის ინვალიდი , ან ინვალიდის გადამყვან სხვა სატრანსპორტო საშუალებებზე ; ე ) 3.18.1, 3.18.2 ნიშნებისა – სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე , რომლის წინაც დადგმულია სათანადო ნიშანი ; ვ ) 3.16, 3.20, 3.22, 3.24, 3.26–3.30 ნიშნებისა – ნიშნის დადგმის ადგილიდან მის შემდეგ მდებარე უახლოეს გზაჯვარედინამდე , ხოლო დასახლებულ პუნქტში , თუ არ არის გზაჯვარედინი – დასახლებული პუნქტის ბოლომდე . ნიშნების მოქმედება ვრცელდება აგრეთვე გზასთან მიმდებარე ტერიტორიების გამოსას ვლე ლთან და საველე , სატყეო და სხვა მეორეხარისხოვანი გზების გადაკვეთასთან ( შეერთებასთან ), რომელთა წინ არ დგას სათანადო ნიშანი .
5.22 ნიშნით აღნიშნული დასახლებული პუნქტის წინ დადგმული 3.24 ნიშნის მოქმედება ვრცელდება პუნქტის აღმნიშვნელ 5.22 ნიშნამდე . ნიშნების მოქმედების ზონა მცირდება : ა ) 3.16 და 3.26 ნიშნებისა – 7.2.1 დაფის გამოყენებით ; ბ ) 3.20, 3.22, 3.24 ნიშნებისა – მათი მოქმედების ზონის ბოლოში შესაბამისად 3.21, 3.23, 3.25 ნიშნების დადგმით ან 7.2.1 დაფის გამოყენებით .
3.24 ნიშნის მოქმედების ზონა მცირდება მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარის სხვა მნიშვნელობის მქონე 3.24 ნიშნის დადგმით ; გ ) 3.27–3.30 ნიშნებისა – მათი მოქმედების ზონის ბოლოში 7.2.3 ნიშნის დაფიანი განმეორებითი 3.27–3.30 ნიშნების დადგმით ან 7.2.2 დაფის გამოყენებით .
3.27 ნიშანი გამოიყენება 1.4 მონიშვნასთან , ხოლო 3.28 ნიშანი – 1.10 მონიშვნასთან ერთად . ამასთან , ნიშნების მოქმედების ზონა განისაზღვრება მონიშვნის ხაზის სიგრძით .
3.10, 3.27–3.30 ნიშნების მოქმედება ვრცელდება მხოლოდ გზის იმ მხარეს , რომელზედაც ისინია დადგმული .
4. მიმთითებელი ნიშნები 4.1.1. „ მოძრაობა პირდაპირ ”.
4.1.2. „ მოძრაობა მარჯვნივ ”.
4.1.3. „ მოძრაობა მარცხნივ ”.
4.1.4. „ მოძრაობა პირდაპირ ან მარჯვნივ ”.
4.1.5. „ მოძრაობა პირდაპირ ან მარცხნივ ”.
4.1.6. „ მოძრაობა მარჯვნივ ან მარცხნივ ”. მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ ნიშანზე ისრით მითითებული მიმართულებებით . ნიშნები , რომლებიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს , მობრუნების ნებასაც იძლევა . გამოიყენება აგრეთვე 4.1.1–4.1.6 ნიშნები ისრების კონფიგურაციით , რომლებიც შეესაბამება კონკრეტულ გადაკვეთაზე მოძრაობის საჭირო მიმართულებას .
4.1.1–4.1.6 ნიშნების მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებზე .
4.1.1–4.1.6 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე , რომლის წინაც დადგმულია სათანადო ნიშანი .
4.1.1 ნიშნის მოქმედება , რომელიც გზის მონაკვეთის დასაწყისშია დადგმული , ვრცელდება უახლოეს გზაჯვარედინამდე . ნიშანი არ კრძალავს მარჯვნივ მოხვევას ეზოში და გზასთან მიმდებარე სხვა ტერიტორიებზე შესასვლელად .
4.2.1. „ დაბრკოლების შემოვლა მარჯვნიდან ”.
4.2.2. „ დაბრკოლების შემოვლა მარცხნიდან ” ( შემოვლა ნებადართულია მხოლოდ ისრით ნაჩვენები მხრიდან ).
4.2.3. „ დაბრკოლების შემოვლა მარჯვნიდან ან მარცხნიდან ” ( შემოვლა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან ).
4.3. „ წრიული მოძრაობა ” ( მოძრაობა ნებადართულია ისრებით ნაჩვენები მიმართულებით ).
4.4. „ მსუბუქი ავტომობილის მოძრაობა ” ( ნებადართულია მსუბუქი ავტომობილის , ავტობუსის , მოტოციკლის , სატვირთო ავტომობილისა და სხვა სამარშრუ ტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრა ობა , რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას არ აღემატება ). ნიშანი მოძრაობის უფლებას აძლევს სხვა სატრანსპორტო საშუალებებსაც , რომლებიც ემსახურებიან აღნიშნულ ზონაში მდება რე საწარმოს , ანდა ემსახურებიან ან ეკუთვნიან ამავე ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს . ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება შედის აღნიშნულ ზონაში და გამოდის იქიდან დანიშნულების ადგილიდან უახლოეს გზაჯვა რედინზე .
4.5. „ საველოსიპედო ბილიკი ” ( ნებადართულია მოძრაობა მხოლოდ ველოსიპედითა და მოპედით . საველოსიპედო ბილიკით სარგებლობს ქვეითიც , თუ არ არის ტროტუარი ან ქვეით თა ბილიკი ).
4.6. „ ქვეითთა ბილიკი ” ( ნებადართულია მხოლოდ ქვეითის მოძრაობა ).
4.7. „ მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა ” ( ნებადართულია მოძრა ობა მხოლოდ მითითებული ან მეტი ( კმ / სთ ) სიჩქარით ).
4.8. „ მინიმალური სიჩქარის შეზღუდვის ზონის დასასრული ”.
4.9. „ საშიში ტვირთის გადამტანი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის მიმართულება ” ( საცნობი ნიშნით „ საშიში ტვირთი ” აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ნებადართუ ლია მხოლოდ ნიშანზე აღნიშნული მიმართულებებით :
4.9.1 – მარცხნივ , 4.9.2 – პირდაპირ , 4.9.3 – მარჯვნივ ).
5. საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები საინფორმაციო - მაჩვენებელი ნიშანი ადგენს ან აუქმებს მოძრაობის გარკვეულ რეჟიმებს , აგრეთვე იძლევა ინფორმაციას დასახლებული პუნქტებისა და სხვა ობიექტების მდებარეობაზე .
5.1. „ ავტომაგისტრალი ” ( გზა , რომელზედაც მოქმედებს ავტომა გისტრალზე მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები ).
5.2. „ ავტომაგისტრალის დასასრული ”.
5.3. „ საავტომობილო გზა ” ( გზა , რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ავტომობილის , ავტობუ სისა და მოტოციკლის მოძრაობისათვის ).
5.4. „ საავტომობილო გზის დასასრული ”.
5.5. „ ცალმხრივმოძრაობიანი გზა ” ( გზა ან სავალი ნაწილი , რომელ ზედაც სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს მთელ სიგანეზე ერთი მიმართულებით ).
5.6. „ ცალმხრივმოძრაობიანი გზის დასასრული ”.
5.7.1, 5.7.2. „ ცალმხრივმოძრაობიან გზაზე გასვლა ” ( ცალმხრივ მოძრაობიან გზაზე ან სავალ ნაწილზე გასვლა ).
5.8.1. „ ზოლებზე მოძრაობის მიმართულებანი ” ( ზოლების რაოდე ნობა და მოძრაობის ნებადართული მიმართულება ყოველ ზოლში ).
5.8.2. „ ზოლზე მოძრაობის მიმართულებანი ” ( ზოლზე მოძრაობის ნებადართული მიმართულებანი ).
5.8.1 და 5.8.2 ნიშნები , რომლებიც უკიდურესი მარცხენა ზოლიდან მოხვე ვის ნებას რთავს , ამავე ზოლიდან მობრუნების ნებასაც იძლევა . გზაჯვარედინის წინ დადგმული 5.8.1 და 5.8.2 ნიშნების მოქმე დება ვრცელდება მთელ გზაჯვარედინზე , თუ 5.8.1 და 5.8.2 ნიშნები განსხვავებულ მითითებას არ იძლევა .
5.8.3. „ ზოლის დასაწყისი ” ( აღმართზე დამატებითი ზოლის ან დამუხრუჭების ზოლის დასაწყისი ). თუ დამატებითი ზოლის წინ დადგმულ ნიშანზე გამოსახულია ნიშანი 4.7. „ მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა ”, მაშინ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი , რომელსაც არ შეუძლია განაგრძოს ძირითად ზოლზე მითითებული ან მეტი სიჩქარით მოძრაობა , გადაადგილდება დამატებით ზოლზე .
5.8.4. „ ზოლის დასაწყისი ” ( სამზოლიან გზაზე შუა ზოლის მონა კვე თის დასაწყისი , რომელიც განკუთვნილია მოცემული მიმართულებით მოძრაობისათვის ).
5.8.5. „ ზოლის დასასრული ” ( აღმართზე დამატებითი ან გაქანების ზოლის დასასრული ).
5.8.6. „ ზოლის დასასრული ” ( სამზოლიან გზაზე იმ ზოლის მონა კვეთის დასასრული , რომელიც განკუთვნილია მოცემული მიმა რთუ ლებით მოძრაობისათვის ).
5.8.7, 5.8.8. „ ზოლებზე მოძრაობის მიმართულება ”. თუ 5.8.7 ნიშანზე გამოსახულია სხვა ნიშანი , რომელიც კრძა ლავს რომელიმე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას , მაშინ ამ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა შესაბამის ზოლზე აკრძა ლულია .
5.8.7 და 5.8.8 ნიშნები ისრების შესაბამისი რაოდენობით გამოიყენება გზაზე , რომელსაც ოთხი და მეტი ზოლი აქვს . შესაცვლელი გამოსახულების მქონე 5.8.7 და 5.8.8 ნიშნებით ხდება რევერსული მოძრაობის ორგანიზება .
5.9. „ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებათა ზოლი ” ( სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლი , რომელზედაც მოძრაობა ხორციელდება სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის თანმხვედრი მიმართულებით ). ნიშნის მოქმედება ვრცელდება მოძრაობის ზოლზე , რომელზედაც ის დგას . გზის მარჯვენა მხარეს დადგმული ნიშნის მოქმედება ვრცელდება მარჯვენა ზოლზე .
5.10.1. „ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებე ბი სათვის განკუთვნილი ზოლიანი გზა ” ( გზა , რომელზედაც სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობენ სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე , სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის საპირისპიროდ ).
5.10.2, 5.10.3. „ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილ ზოლიან გზაზე გასვლა ”.
5.10.4. „ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისათვის გან კუთვნილი ზოლიანი გზის დასასრული ”.
5.11.1. „ მობრუნების ადგილი ” ( მარცხნივ მოხვევა აკრძალულია ).
5.11.2. „ მობრუნების ზონა ” ( მობრუნების ზონის სიგრძე . მარცხნივ მოხვევა აკრძალულია ).
5.12. „ ავტობუსის ან / და ტროლეიბუსის გაჩერების ადგილი ”.
5.13. „ ტრამვაის გაჩერების ადგილი ”.
5.14. „ მსუბუქი ტაქსის გაჩერების ადგილი ”.
5.15. „ დგომის ადგილი ”. ნიშანი 5.16.1 იდგმება გზის მარცხენა მხარეს გადასასვლელის შორ საზღვართან . თუ ქვეითთა გადასასვლელზე არ არის 1.14.1–1.14.3 მონიშვნები , ნიშანი 5.16.2 იდგმება გზის მარჯვენა მხარეს გადასასვლელის ახლო საზღვართან .
5.17.1, 5.17.2. „ ქვეითთა მიწისქვეშა გადასასვლელი ”.
5.18. „ რეკომენდებული სიჩქარე ” ( სიჩქარე , რომლითაც რეკომენ დე ბულია გზის მოცემულ მონაკვეთზე მოძრაობა ).
5.18 ნიშნის მოქმედების ზონა ვრცელდება უახლოეს გზაჯვარედინამდე , ხოლო გამაფრთხი ლებელ ნიშანთან ერთად 5.18 ნიშნის გამოყენებისას განისაზღვრება სახიფათო სიგრძე .
5.19.1–5.19.3. „ ჩიხი ” ( გზა , რომელსაც არა აქვს გამჭოლი გასასვლელი ).
5.20.1, 5.20.2. „ მიმართულებების წინასწარი მაჩვენებელი ”. ( ნიშნებზე გამოისახება დასახლებული პუნქტისაკენ და სხვა ობიექტებისაკენ მოძრაობის მიმართულება ).
5.20.1 და 5.20.2 ნიშნებზე აღიბეჭდება აგრეთვე 5.29.1 ნიშნის გამოსახულება , ავტომაგისტრალის , აეროპორტის სიმბოლოები , სპორტული და სხვა პიქტოგრამები .
5.20.1 ნიშანზე აღიბეჭდება სხვა ისეთი ნიშნების გამოსახულებები , რომლებიც იძლევა ინფორმაციას მოძრაობის თავისებურებებზე .
5.20.1 ნიშნის ქვემო ნაწილზე მითითებულია მანძილი ნიშნის დადგმის ადგილიდან გზაჯვარედინამდე ან დამუხრუჭების ზოლის დასაწყისამდე .
5.20.1 ნიშანი გამოიყენება აგრეთვე გზის იმ მონაკვეთის შემოვლის მისათითებლად , რომელზედაც დადგმულია ერთ - ერთი 3.11–3.15 ამკრძა ლავი ნიშნებიდან .
5.20.3. „ მოძრაობის სქემა ” ( მოძრაობის მარშრუტი გზაჯვარე დინ ზე ცალკეული მანევრის აკრძალვის დროს ან რთულ გზაჯვარედინზე მოძრაობის ნებადარ თული მიმართულებები ).
5.21.1, 5.21.2 ნიშნებზე მიეთითება მანძილი მათზე აღნიშნულ ობიექტამდე ( კმ ), აგრეთვე ავტომაგისტრალის , აეროპორტის სიმბოლოები , სპორტული და სხვა პიქტოგრამები .
5.22. „ დასახლებული პუნქტის დასაწყისი ” ( დასახელება და დასახლებული პუნქტის დასაწყისი , სადაც მოქმედებს დასახლებულ პუნქტში მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები ).
5.23. „ დასახლებული პუნქტის დასასრული ” ( ადგილი , საიდანაც მოცემულ გზაზე ძალას კარგავს დასახლებულ პუნქტში მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები ).
5.24. „ დასახლებული პუნქტის დასაწყისი ” ( დასახელება და დასახლებული პუნქტის დასაწყისი , სადაც მოცემულ გზაზე არ მოქმე დებს დასახლებულ პუნქტში მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები ).
5.25. „ დასახლებული პუნქტის დასასრული ” (5.24 ნიშნით აღნიშნული დასახლებული პუნქტის დასასრული ).
5.26. „ ობიექტის დასახელება ” ( დასახლებული პუნქტისაგან განსხვავებული ობიექტის – მდინარე , ტბა , უღელტეხილი , ღირსშესანიშნაობა და სხვა – დასახელება ).
5.27. „ მანძილის მაჩვენებელი ” ( მანძილი ( კმ ) მარშრუტზე მდებარე დასახლებულ პუნქტამდე ).
5.28. „ კილომეტრის ნიშანი ” ( მანძილი ( კმ ) გზის დასაწყისამდე ან გზის ბოლომდე ).
5.29.1, 5.29.2. – „ გზის ( მარშრუტის ) ნომერი და მიმართულება ”.
5.30.1–5.30.3. „ მოძრაობის მიმართულება სატვირთო ავტომობილისათვის ” ( მოძრაობის რეკომენდებული მიმართულება სატვირთო ავტომობილის , ტრაქტორისა და თვითმავალი მანქანი სათვის , თუ გზაჯვარედინზე მათი ერთ - ერთი მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია ).
5.31. „ შემოვლის სქემა ” ( მოძრაობისათვის დროებით დაკეტილი გზის მონაკვეთის შემოვლის მარშრუტი ).
5.32.1–5.32.3. „ შემოვლის მიმართულება ” ( მოძრაობისათვის დროებით დაკეტილი გზის მონაკვეთის შემოვლის მიმართულება ).
5.33. „ სდექ ხაზი ” ( შუქნიშნის ( მომწესრიგებლის ) ამკრძალავ სიგნალზე სატრანსპორტო საშუალების გაჩერების ადგილი ).
5.34.1, 5.34.2. „ სხვა სავალ ნაწილზე გადაადგილების წინასწარი მაჩვენებელი ” ( მოძრაობისათვის დაკეტილი სავალი ნაწილის მონაკვე თის შემოვლის მიმართულება გზაზე , რომელსაც აქვს გამყოფი ზოლი , ან მოძრაობის მიმართულება მარჯვენა სავალ ნაწილზე დასაბრუ ნებლად ).
5.35. „ რევერსული მოძრაობა ” ( გზის მონაკვეთის დასაწყისი , სადაც ერთ ან რამდენიმე ზოლზე მოძრაობის მიმართულება იცვლება საპირისპიროდ ).
5.36. „ რევერსული მოძრაობის დასასრული ”.
5.37. „ რევერსული მოძრაობით გზაზე გასვლა ”.
5.38. „ საცხოვრებელი ზონა ” ( ტერიტორია , სადაც მოქმედებს საცხოვრებელ ზონაში მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები ).
5.39. „ საცხოვრებელი ზონის დასასრული ”. დაუსახლებელ პუნქტში დადგმული 5.20.1, 5.20.2, 5.21.1 და 5.21.2 ნიშნებზე მწვანე ან ლურჯი ფონი აღნიშნავს , რომ მოძრაობა მითითებულ დასახლებულ პუნქტამდე ან ობიექტამდე ხორციელდება შესაბამისად ავტომაგისტრალით ან სხვა გზით . დასახლებულ პუნქტში დადგმულ 5.20.1, 5.20.2, 5.21.1 და 5.21.2 ნიშნებზე მწვანე ან ლურჯი ფონი აღნიშნავს , რომ მოძრაობა მითითებულ დასახლებულ პუნქტამდე ან ობიექტამდე მოცემული დასახლებული პუნქტიდან გასვლის შემდეგ ხორციელდება შესაბამისად ავტომაგისტრალით ან სხვა გზით , თეთრი ფონი კი აღნიშნავს , რომ მითითებული ობიექტი მოცემულ დასახლებულ პუნქტშია .
6. სერვისის ნიშნები სერვისის ნიშანი იძლევა ინფორმაციას შესაბამისი ობიექტის განლაგებაზე .
6.1. „ პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი ”.
6.2. „ საავადმყოფო ”.
6.3. „ ავტოგასამართი სადგური ”.
6.4. „ ავტომობილის ტექნიკური მომსახურება ”.
6.5. „ ავტომობილის რეცხვა ”.
6.6. „ ტელეფონი ”.
6.7. „ კვების ობიექტი ”.
6.8. „ სასმელი წყალი ”.
6.9. „ სასტუმრო ან მოტელი ”.
6.10. „ კემპინგი ”.
6.11. „ დასვენების ადგილი ”.
6.12. „ საგზაო პოლიციის საგუშაგო ”.
7. დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები) დამატებითი ინფორმაციის ნიშანი ( დაფა ) აზუსტებს ან ზღუდავს იმ ნიშნის მოქმედებას , რომელთანაც ის გამოიყენება .
7.1.1. „ მანძილი ობიექტამდე ” ( მიუთითებს მანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე , სათანადო შეზღუდვის შემოტანის ადგილამდე ან წინ , მოძრაობის მიმართულებით არსებულ გარკვეულ ობიექტამდე ( ადგილამდე ).
7.1.2. „ მანძილი ობიექტამდე ” ( მიუთითებს მანძილს 2.4 ნიშნიდან გზაჯვარედინამდე , თუ უშუალოდ გზაჯვარედინის წინ დადგმულია ნიშანი 2.5).
7.1.3, 7.1.4. „ მანძილი ობიექტამდე ” ( მიუთითებს მანძილს გზის მხარეს მდებარე ობიექტამდე ).
7.2.1. „ მოქმედების ზონა ” ( მიუთითებს გამაფრთხილებელი ნიშნებით აღნიშნული გზის სახიფათო მონაკვეთის სიგრძეს , ან ამკრძალავი და საინფორმაციო – მაჩვენებელი ნიშნების მოქმედების ზონას ).
7.2.2–7.2.6. „ მოქმედების ზონა ” (7.2.2 მიუთითებს 3.27–3.30 ამკრძალავი ნიშნების მოქმედების ზონას ;
7.2.3 მიუთითებს 3.27–3.30 ნიშნების მოქმედების ზონის დასასრულს ;
7.2.4 მძღოლს აწვდის ინფორმაციას 3.27–3.30 ნიშნების მოქმედების ზონაში მისი ყოფნის შესახებ ;
7.2.5, 7.2.6 მიუთითებენ 3.27–3.30 ნიშნების მიმართულებისა და მოქმედების ზონას გაჩერებისა და დგომის აკრძალვისას მოედნის , შენობის ფასადისა და ა . შ . ერთი მხარის გასწვრივ ).
7.3.1, 7.3.3. „ მოქმედების მიმართულებები ” ( მიუთითებს გზაჯვარე დინის წინ დადგმული ნიშნის მოქმედების მიმართულებას ან მოძრაო ბის მიმართულებას უშუალოდ გზასთან არსებული აღნიშნული ობიექტისაკენ ).
7.4.1–7.4.8. „ სატრანსპორტო საშუალების სახეობა ” ( მიუთითებს სატრანსპორტო საშუალების სახეობას , რომელზედაც ვრცელდება ნიშნის მოქმედება ). დაფა 7.4.1 ნიშნის მოქმედებას ავრცელებს სატვირთო ავტომობი ლებ ზე , აგრეთვე მისაბმელიან სატვირთო ავტომობილებზე , რომელთა ნებადართული მაქსიმალუ რი მასა 3,5 ტონას აღემატება , დაფა 7.4.3 – მსუბუქ ავტომობილზე , აგრეთვე სატვირთო ავტომობილზე , რომლის ნებადართული მაქსიმა ლური მასა 3,5 ტონაზე ნაკლებია , დაფა 7.4.8 კი – საცნობი ნიშნით „ საშიში ტვირთი ” აღჭურვილ სატრანსპორტო საშუალებაზე .
7.5.1. „ შაბათი , კვირა და სადღესასწაულო დღეები ”.
7.5.2. „ სამუშაო დღეები ”.
7.5.3. „ კვირის დღეები ” ( მიუთითებს კვირის დღეებზე , როცა მოქმედებს ნიშანი ).
7.5.4. „ მოქმედების დრო ” ( მიუთითებს დღე - ღამის დროზე , როცა მოქმედებს ნიშანი ).
7.5.5–7.5.7. „ მოქმედების დრო ” ( მიუთითებს კვირის დღეებსა და დღე - ღამის დროზე , როცა ნიშანი მოქმედებს ).
7.6.1–7.6.9. „ სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი ”.
7.6.1 მიუთითებს , რომ სადგომზე ყველა სატრანსპორტო საშუალება უნდა დადგეს სავალ ნაწილზე ტროტუარის გასწვრივ , ხოლო 7.6.2–7.6.9 მიუთითებენ მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლის დაყენების ხერხზე ტროტუართან მიმდებარე სადგომზე .
7.7. „ დგომა გამორთული ძრავით ” ( მიუთითებს , რომ 5.15 ნიშნით აღნიშნულ სადგომზე სატრანსპორტო საშუალების დგომა ნებადართულია მხოლოდ გამორთული ძრავით ).
7.8. „ ფასიანი მომსახურება ” ( მიუთითებს , რომ მომსახურება წარმოებს მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით ).
7.9. „ დგომის ხანგრძლივობის შეზღუდვა ” ( მიუთითებს 5.15 ნიშნით აღნიშნულ სადგომზე სატრანსპორტო საშუალებათა დგომის მაქსიმა ლურ ხანგრძლივობას ).
7.10. „ ავტომობილის დათვალიერების ადგილი ” ( მიუთითებს , რომ 5.15 ან 6.11 ნიშნით აღნიშნულ მოედანზე არის ესტაკადა ან დასათვალიერებელი თხრილი ).
7.11. „ ნებადართული მაქსიმალური მასის შეზღუდვა ” ( მიუთითებს , რომ ნიშნის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალებაზე , რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემა ტება დაფაზე მითითებულს ).
7.12. „ სახიფათო გზისპირი ” ( მიუთითებს , რომ გზისპირზე გადასვლა სახიფათოა მასზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო , და გამოიყენება 1.23 ნიშანთან ერთად ).
7.13. „ მთავარი გზის მიმართულება ” ( მიუთითებს მთავარი გზის მიმართულებას გზაჯვარედინზე ).
7.14. „ მოძრაობის ზოლი ” ( მიუთითებს ზოლზე , რომელზედაც ვრცელდება ნიშნის ან შუქნიშნის მოქმედება ).
7.15. „ უსინათლო ქვეითი ” ( მიუთითებს , რომ ქვეითთა გადა სასვლელით სარგებლობს უსინათლო და გამოიყენება 1.20, 5.16.1, 5.16.2 ნიშნებთან და შუქნიშნებთან ერთად ).
7.16. „ სველი საფარი ” ( მიუთითებს , რომ ნიშნის მოქმედება ვრცელდება მანამ , სანამ სავალი ნაწილის საფარი სველია ).
7.17. „ ინვალიდი ” ( მიუთითებს , რომ 5.15 ნიშნის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ მოტოეტლსა და ავტომობილზე , რომლებ ზედაც დადგმულია საცნობი ნიშანი „ ინვალიდი ”).
7.18. „ გარდა ინვალიდისა ” ( მიუთითებს , რომ ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება მოტოეტლსა და ავტომობილზე , რომლებზედაც დადგმულია საცნობი ნიშანი „ ინვალიდი ”).
7.19. „ საშიში ტვირთის კლასი ” ( მიუთითებს საშიში ტვირთის კლასის ( კლასების ) ნომერს 19433-88 სახელმწიფო სტანდარტის მიხედვით ). დაფა თავსდება უშუალოდ იმ ნიშნის ქვემოთ , რომელთანაც ის გამოიყენება .
7.2.2–7.2.4, 7.13 დაფები თავსდება ნიშნის გვერდით , თუ ეს ნიშანი განლაგებულია სავალი ნაწილის , გზისპირის ან ტროტუა რის ზემოთ . თუ დროებითი ( გადასატანი სადგარი ) და სტაციონარული საგზაო ნიშნები ურთიერთსაპირისპიროა , მძღოლი ხელმძღვანელობს დროებითი ნიშნებით . II. საგზაო მონიშვნები 1. ჰორიზონტალური მონიშვნა ჰორიზონტალური მონიშვნა ( ხაზი , ისარი , წარწერა და სხვა აღნიშვნები სავალ ნაწილზე ) აწესებს მოძრაობის გარკვეულ რეჟი მებსა და წესრიგს . ჰორიზონტალური მონიშვნა თეთრი ფერისაა , გარდა ყვითელი ფერის 1.4, 1.10 და 1.17 ხაზებისა .
1.1. ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს და გზის სახიფათო მონაკვეთზე აღნიშნავს მოძრაობის ზოლების საზღვრებს ; აღნიშნავს სავალი ნაწილის საზღვრებს , რომლებზედაც შესვლა აკრძალულია ; აღნიშნავს სატრანსპორტო საშუალების დგომის ადგილის საზღვრებს და იმ გზის სავალი ნაწილის ნაპირებს , რომლებიც მოძრაობის პირობებით არ განეკუთვნება ავტომაგისტრალს .
1.2. ( მთლიანი ფართო ხაზი ) აღნიშნავს ავტომაგისტრალზე სავალი ნაწილის ნაპირებს .
1.3. ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზაზე , რომელსაც მოძრაობის ოთხი და მეტი ზოლი აქვს .
1.4. აღნიშნავს ადგილს , სადაც აკრძალულია გაჩერება ; გამოი ყენება დამოუკიდებლად ან 3.27 ნიშანთან შეერთებით ; იხაზება სავალი ნაწილის ნაპირთან ან ბორდიურზე ზემოდან .
1.5. ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზაზე , რომელსაც მოძრაობის ორი ან სამი ზოლი აქვს ; აღნიშნავს მოძრაობის ზოლების საზღვრებს ერთი მიმართულებით მოძრაობისათვის განკუთვნილი ორი და მეტი ზოლის არსებობისას .
1.6. ( მიახლოების ხაზი – წყვეტილი ხაზი , რომლის შტრიხების სიგრძე სამჯერ აღემატება მათ შორის არსებულ შუალედებს ) აფრთხილებს საპირისპირო ან თანმხვედრი მიმართულებით მოძრავი სატრანს პორტო ნაკადების გამყოფ 1.1 ან 1.11 მონიშვნასთან მიახლოების შესახებ .
1.7. ( წყვეტილი ხაზი მოკლე შტრიხებითა და იმავე ზომის შუალედებით ) აღნიშნავს მოძრაობის ზოლებს გზაჯვარედინის ფარგლებში .
1.8. ( განიერი წყვეტილი ხაზი ) აღნიშნავს საზღვრებს გაქანების ან დამუხრუჭების ზოლებსა და სავალი ნაწილის ძირითად ზოლს შორის ( გზაჯვარედინზე , სხვადასხვა დონეზე გზების გადაკვეთაზე , ავტობუსის გაჩერების ზონაში და სხვა ).
1.9. აღნიშნავს რევერსულად მოწესრიგებული მოძრაობის ზოლების საზღვრებს , ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს ( როდესაც გამორთულია რევერსული შუქნიშნები ) გზებზე , რომლებიც რევერსულად წესრიგდება .
1.10. აღნიშნავს ადგილს , სადაც აკრძალულია დგომა ; გამოიყენება დამოუკიდებლად ან 3.28 ნიშანთან შეერთებით ; იხაზება სავალი ნაწილის ნაპირთან ან ბორდიურზე ზემოდან .
1.11. ყოფს საპირისპირო ან იმავე მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზის მონაკვეთზე , სადაც გადაჯგუფება ნებადართულია მხოლოდ ერთი ზოლიდან ; აღნიშნავს მობრუნების ადგილს , სადგომი მოედნიდან გამოსასვლელსა და შესასვლე ლს და ა . შ ., სადაც მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ ერთ მხარეს .
1.12. („ სდექ ხაზი ”) აჩვენებს ადგილს , სადაც მძღოლი უნდა გაჩერდეს 2.5 ნიშნის არსებობისას , ან შუქნიშნის მარეგულირებლის ამკრძალავ სიგნალზე .
1.13. აჩვენებს ადგილს , სადაც მძღოლი აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გაჩერდეს და გზა დაუთმოს გადასაკვეთად გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას .
1.14.1, 1.14.2 („ ზებრა ”) აღნიშნავს ქვეითთა მოუწესრიგებელ გადასასვლელს ;
1.14.3. აღნიშნავს ქვეითთა გადასასვლელს , სადაც მოძრაობა წესრიგდება შუქნიშნით .
1.15. აღნიშნავს ადგილს , სადაც საველოსიპედო ბილიკი კვეთს გზის სავალ ნაწილს .
1.16.1–1.16.3. აღნიშნავს მიმმართველ კუნძულებს სატრანსპორტო ნაკადების გაყოფის ან შეერთების ადგილზე .
1.17. აღნიშნავს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას და ტაქსის სადგომს .
1.18. აღნიშნავს გზაჯვარედინის ზოლებზე მოძრაობის ნებადართულ მიმართულებებს ; გამოიყენება დამოუკიდებლად ან 5.8.1, 5.8.2 ნიშნებთან შეერთებით ; მონიშვნა ჩიხის გამოსახულებით მიუთითებს , რომ მოხვევა უახლოეს სავალ ნაწილზე აკრძალულია ; უკიდურესი მარცხენა ზოლიდან მარცხნივ მოხვევის ნებადამრთველი მონიშვნა , ამავე დროს , ამ ზოლიდან მობრუნების ნებას იძლევა .
1.19. აფრთხილებს სავალი ნაწილის შევიწროებასთან ( მონაკვეთი , სადაც მცირდება მოცემული მიმართულებით მოძრაობის ზოლების რიცხვი ) ან საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ 1.1 ან 1.11 მონიშვნასთან მიახლოების შესახებ .
1.19 მონიშვნა პირველ შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს 1.18.1–1.18.3 ნიშნებთან შეერთებით .
1.20. აფრთხილებს 1.13 მონიშვნასთან მიახლოების შესახებ .
1.21. ( წარწერა „ სდექ ”) აფრთხილებს 1.12 მონიშვნასთან მიახლოების შესახებ , თუ ის გამოიყენება 2.5 ნიშანთან შეერთებით .
1.22. აჩვენებს გზის ( მარშრუტის ) ნომერს .
1.23. აღნიშნავს სპეციალურ ზოლს , რომელიც განკუთვნილია სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის .
1.1 და 1.3 ხაზების გადაკვეთა აკრძალულია . დასაშვებია სავალი ნაწილის ნაპირის აღმნიშვნელი და მძღოლის მარჯვენა მხარეს განლაგებული 1.1 და 1.2 ხაზების გადაკვეთა სატრანსპორტო საშუალების გზის ნაპირზე გასაჩერებლად .
1.5–1.8 ხაზების გადაკვეთა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან .
1.9. ხაზის გადაკვეთა ნებადართულია იმ შემთხვევაში , თუ ის მძღოლისაგან მარჯვნივ მდებარეობს და რევერსული შუქნიშანი არ არის ან გამორთულია . როდესაც ჩართულია რევერსული შუქნიშანი , 1.9 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან იმ შემთხვევაში , თუ ის ყოფს ზოლებს , რომლებზედაც მოძრაობა ნებადართულია ერთი მიმართულებით . რევერსული შუქნიშნის გამორთვის შემთხვევაში მძღოლი ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაადგილდეს მარჯვნივ – 1.9 ხაზის იქით . თუ გამორთულია რევერსული შუქნიშანი , საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფი 1.9 ხაზის გადაკვეთა აკრძალულია .
1.11 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია როგორც წყვეტილი , ასევე უწყვეტი მხრიდან , მაგრამ მხოლოდ გასწრების ან შემოვლის დამთავ რე ბისას . თუ სადგარზე გამოსახული დროებითი საგზაო ნიშნებისა და მონიშვნის ხაზების მნიშვნელობა ურთიერთსაპირისპიროა , მძღოლები ხელმძღვანელობენ საგზაო ნიშნებით .
2. ვერტიკალური მონიშვნა ვერტიკალური მონიშვნა თეთრი და შავი ზოლების შეერთებით საგზაო ნაგებობებსა და გზის აღჭურვილობის ელემენტებზე აჩვენებს მათ გაბარიტს და არის მხედველობითი ორიენტაციის საშუალება .
2.1. აღნიშნავს საგზაო ნაგებობათა ელემენტებს ( ხიდის ბურჯი , გზაგამტარი , მოაჯირის გამოშვერილი ნაწილი და ა . შ .), თუ ისინი საშიშია მოძრავი სატრანსპორტო საშუალებისათვის .
2.2. აღნიშნავს გვირაბის , ხიდისა და გზაგამტარის განივი ნიშნების ქვედა მხარის ნაპირს .
2.3. აღნიშნავს გამყოფ ზოლზე ან უშიშროების კუნძულზე დადგმულ მრგვალ ტუმბოს .
2.4. აღნიშნავს მიმმართველ ბოძს , ბოძკინტს , გზის შემოღობვის საყრდენსა და სხვა .
2.5. აღნიშნავს გზის შემოღობვის გვერდით ზედაპირს მცირერადიუსიან მოსახვევში , ციცაბო დაღმართსა და სხვა სახიფათო მონაკვეთზე .
2.6. აღნიშნავს გზის შემოღობვის გვერდით ზედაპირებს სხვა მონაკვეთზე .
2.7. აღნიშნავს სახიფათო მონაკვეთზე ბორდიურსა და უშიშროების ამაღლებულ კუნძულს .