Article 1
1.გათავისუფლდნენ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან ის პირები, რომლებიც ეჭვმიტანილი, ბრალდებული, განსასჯელი ან მსჯავრდებული არიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ.
209)124-ე, 128-ე, 129-ე, 191-ე, 193-ე, 195-ე, 196-ე, 203-ე, 204 1 , 207-ე, 211-ე, 213-ე, 216-ე, 219-ე, 221-ე, 243-ე, 259-ე, 279-ე, 301-ე, 303-ე, 305-ე, 344-ე, 344 1 , 347-ე, 357-ე, 360-ე, 361-ე, 384-ე, 385-ე, 386-ე, 387-ე მუხლებით, 118-ე მუხლის პირველი ნაწილით, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, 188-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-200 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 239-ე მუხლის პირველი ნაწილით, 246-ე მუხლის პირველი ნაწილით, 276-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 284-ე მუხლის პირველი ნაწილით, 304-ე მუხლის პირველი ნაწილით .
2.გათავისუფლდნენ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან ის პირები, რომლებიც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის არასრულწლოვნები იყვნენ და ეჭვმიტანილი, ბრალდებული, განსასჯელი ან მსჯავრდებული არიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით ან 178-ე მუხლის პირველი ნაწილით.
